24–25 ოქტომბერს Unlimited Summit 2026 გაიმართა: ორი დღე ტექნოლოგიების, ბიზნესისა და ახალი შესაძლებლობების
24–25 ოქტომბერს, Expo Georgia-ში, Unlimited Summit 2026 გაიმართა. ორდღიანმა საერთაშორისო სამიტმა 3 000-მდე უნიკალური მონაწილე, 100-მდე კომპანია და 120-მდე
24–25 ოქტომბერს, Expo Georgia-ში, Unlimited Summit 2026 გაიმართა. ორდღიანმა საერთაშორისო სამიტმა 3 000-მდე უნიკალური მონაწილე, 100-მდე კომპანია და 120-მდე ქართველი და უცხოელი სპიკერი გააერთიანა. სამიტის მთავარი თემები ხელოვნური ინტელექტი, ციფრული ტრანსფორმაცია, თანამედროვე სამუშაო გარემო, ბიზნესი და კარიერული შესაძლებლობები იყო.
Unlimited Summit საქართველოში მეორედ ჩატარდა. აპრილში გამართული პირველი ღონისძიების შემდეგ, ოქტომბრის სამიტი გაფართოებული საერთაშორისო პროგრამით დაბრუნდა. Expo Georgia-ს ხუთ პავილიონში მიმდინარეობდა სპიკერების გამოსვლები, პანელური დისკუსიები, პრაქტიკული ვორქშოფები, საგამოფენო აქტივობები და პროფესიული შეხვედრები.

საერთაშორისო გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები
სამიტის პროგრამაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმომადგენლები, მათ შორის ისეთი კომპანიებიდან, როგორებიცაა Microsoft, Meta, Google, Higgsfield AI, monday.com, n8n, Rakuten, Zoho და სხვა.
ქართველმა და საერთაშორისო სპიკერებმა განიხილეს ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული გამოყენება, ბიზნესპროცესების ავტომატიზაცია, ციფრული ტრანსფორმაცია, ლიდერობა და პროფესიული განვითარების ახალი მიმართულებები.
Unlimited Summit 2026-მა საერთაშორისო სპიკერებისა და ორგანიზაციების მხრიდან განსაკუთრებით დადებითი შეფასებები დაიმსახურა. ღონისძიების ფარგლებში გამართულმა შეხვედრებმა გააძლიერა საერთაშორისო კომპანიების ინტერესი საქართველოში ტალანტების მოზიდვისა და ამ მიმართულებით ინვესტიციების გაზრდის მიმართ.

ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა Higgsfield AI, რომლის წარმომადგენლებიც საქართველოში დასაქმების ფორუმში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდნენ. მათი ჩართულობა საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიებისა და ადგილობრივი პროფესიული საზოგადოების თანამშრომლობის შესაძლებლობებს წარმოაჩენს.
დასაქმების, განათლებისა და სტარტაპების შესაძლებლობები
სამიტის მნიშვნელოვანი ნაწილი საგამოფენო სივრცე იყო, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას – Job Fair-ს, Education Fair-სა და Startup Fair-ს – აერთიანებდა. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შეხვედროდნენ კომპანიებისა და საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, გაცნობოდნენ დასაქმებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს, სტარტაპებსა და მათ პროდუქტებს.
პროგრამა მოიცავდა პრაქტიკულ ვორქშოფებს ხელოვნური ინტელექტის, კარიერული განვითარების, კონტენტის შექმნის, ფოტოგრაფიის, ფრილანსისა და გაყიდვების მიმართულებით. ასევე გაიმართა Unlimited Summit-ისა და GAIA-ს ერთობლივი AI Hackathon-იც, რომლის მონაწილეებიც ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ პრაქტიკულ გადაწყვეტებზე მუშაობდნენ.

პირველი ღონისძიებიდან საერთაშორისო სამიტამდე
Unlimited Summit პირველად 2026 წლის აპრილში გაიმართა და დაახლოებით 500 მონაწილე და 50-ზე მეტი სპიკერი გააერთიანა. ოქტომბრის ღონისძიებამ პროექტის განვითარების ახალი ეტაპი წარმოაჩინა – გაფართოებული საერთაშორისო პროგრამით, მონაწილეთა გაზრდილი რაოდენობითა და ბიზნესისა და ტექნოლოგიური ინდუსტრიის უფრო ფართო ჩართულობით.
სამიტის მიზანია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, პროფესიული კავშირების განვითარება და ქართული ბიზნესისა და ტალანტებისთვის საერთაშორისო შესაძლებლობების შექმნა.

პარტნიორები და მხარდამჭერები
Unlimited Summit 2026-ის განხორციელებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს პარტნიორმა ორგანიზაციებმა, სპონსორებმა, მედიაპარტნიორებმა და პროფესიულმა გაერთიანებებმა.
სამიტის განხორციელებაში განსაკუთრებული როლი შეასრულა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მხარდაჭერამ და აქტიურმა ჩართულობამ.
სამიტის სპონსორები იყვნენ NEVERMYND, Awork, OptiCrew, COMBINATI, IT Academy STEP, ELITE, Esquisse Boutique Hotel Telavi და ვერცხლის სპონსორი – Geosoft Cloud.

სამიტის პარტნიორები იყვნენ Ilaria, HR Space, Expert Planner, Space Z, Book Space, Georgia 4 Security, Victoria Security, Caritas Georgia, Scope, GAU, Nabeghlavi, Kant’s Academy, FIAT, ALFA Romeo, Jeep და Gurieli.
სამიტის მედიაპარტნიორები იყვნენ: Marketer.ge, Entrepreneur Georgia, BMG, Palitra Holding, Formula, Business Today, TV Pirveli, Commersant, Benefit Magazine, OK! Magazine, Georgia Today, Georgia Actually, Radio Fortuna, Radio Voice of Abkhazia, The Startup Media, Tech Crush, GALDI და Imported Opinions.

Unlimited Summit აგრძელებს განვითარებას, როგორც პლატფორმა, რომელიც ბიზნესს, ტექნოლოგიებს, განათლებასა და პროფესიულ საზოგადოებას აერთიანებს და ხელს უწყობს ახალი იდეების, გამოცდილებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობების გაზიარებას.
Unlimited Summit-ის სიახლეებისა და მომავალი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გამოიწერეთ ჩვენი ოფიციალური სოციალური ქსელები: Facebook | Instagram | LinkedIn | TikTok.

[პარტნიორის კონტენტი]
SAY.GE · ტექნოლოგიები (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე

