Euronews: ბიუჯეტზე მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ბელგიის პრემიერი გადადგომას აპირებს
ფოტო: REUTERS/Remo Casilli Euronews-ის ინფორმაციით, ბელგიის პრემიერ-მინისტრი ბარტ დე ვევერი დღეს მეფე ფილიპეს მთავრობის გადადგომას შესთავაზებს. გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტთან ბიუჯეტის საკითხზე გამართული ღამის მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულებას მოჰყვა. საზოგადოებრივი მაუწყებლის VRT-ის ცნობით…
კითხვის სავარაუდო დრო 1 წუთი
ფოტო: REUTERS/Remo Casilli
Euronews-ის ინფორმაციით, ბელგიის პრემიერ-მინისტრი ბარტ დე ვევერი დღეს მეფე ფილიპეს მთავრობის გადადგომას შესთავაზებს. გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტთან ბიუჯეტის საკითხზე გამართული ღამის მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულებას მოჰყვა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის VRT-ის ცნობით, დე ვევერი მეფესთან აუდიენციას ცენტრალური ევროპის დროით 09:30 საათზე გამართავს.
ბელგიის მთავრობა ევროკავშირის მიერ დაწესებულ საბიუჯეტო ლიმიტებში მოსაქცევად ხარჯების 10 მილიარდი ევროთი შემცირებას გეგმავდა, თუმცა შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.
გასულ წელს ბელგიის ბიუჯეტის დეფიციტმა მთლიანი შიდა პროდუქტის 5% შეადგინა, მაშინ როდესაც ევროკავშირის ფისკალური წესებით, დასაშვები მაქსიმალური მაჩვენებელი 3%-ია. ქვეყნის სახელმწიფო ვალი 735 მილიარდ ევროს აღემატება, რაც მშპ-ის 110%-ზე მეტია. ევროკავშირის მიერ დადგენილი ზღვარი კი მშპ-ის 60%-ს შეადგენს.
ბიუჯეტზე შეთანხმების ჩაშლას ბელგიის სახელმწიფო ობლიგაციებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდა მოჰყვა, რაც ქვეყნისთვის ვალის მომსახურებას აძვირებს.
თუ მეფე ფილიპე პრემიერ-მინისტრის გადადგომას მიიღებს, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება. თუმცა მონარქს ასევე შეუძლია, უარი თქვას გადადგომის მიღებაზე ან გადაწყვეტილება დროებით გადადოს.
SAY.GE · გადადგომა (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე



