როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში დღეს
2 ნოემბერს საქართველოში უმეტესად ცვალებადი ღრუბლიანობაა მოსალოდნელი. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ზოგან ხანმოკლე წვიმა იქნება შესაძლებელი, დასავლეთში კი დღის მეორე ნახევრიდან ცალკეულ რაიონებში წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში დაბლობში ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +25 გრადუსამდე მოიმატებს, მთაში +17, +22 გრადუსი იქნება, მაღალმთიან რაიონებში კი +12, +17 გრადუსია მოსალოდნელი.
აღმოსავლეთ საქართველოში ბარში დღისით +15, +20 გრადუსი დაფიქსირდება, მთაში +13, +18 გრადუსი, მაღალმთიან რაიონებში კი +6, +11 გრადუსი იქნება.
თბილისში დღის განმავლობაში ღრუბლიანობა თანდათან შემცირდება. ჰაერის ტემპერატურა +18 გრადუსამდე მოიმატებს.
წყარო
პრაიმტაიმი · primetime.ge
გამოქვეყნდა 02.11.2026, 09:47. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია
ასევე წაიკითხეთ
320×100სარეკლამო ადგილი · მობაილის ლენტა

