კვირა, 1 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან - Batumelebi

ამინდის პროგნოზი აჭარაში • ამინდის პროგნოზი ბათუმში •

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან - Batumelebi
ფოტო: ბათუმელები

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 1-ელი ნოემბრის 21 საათიდან 2 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო
    ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
    ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება. ზღვის წყლის ტემპერატურა +20 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 3-4 ნოემბერს ბათუმში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. 

Ბ
წყარო ბათუმელები · batumelebi.ge ავტორი: ნანა კვაჭაძე · გამოქვეყნდა 01.11.2026, 13:55. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ