კვირა, 1 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

VIDEO: რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე ცეცხლი გაჩნდა - ინფორმაცია ადგილიდან

VIDEO: რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე ცეცხლი გაჩნდა - ინფორმაცია ადგილიდან
ფოტო: პრაიმტაიმი

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, შარტავას გამზირზე, #15 კორპუსის სახურავზე თვითნებურად აშენებული ფიცრული ქოხი დაიწვა. ადგილობრივების თქმით მათ ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი. ცეცხლის ქრობა დროულად მოხერხდა.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

Პ
წყარო პრაიმტაიმი · primetime.ge გამოქვეყნდა 01.11.2026, 11:55. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ