კვირა, 1 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ტრამპი აცხადებს, რომ მაიამიში დაგეგმილ G20-ის სამიტზე ზელენსკის მიწვევაში პრობლემას ვერ ხედავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის მაიამიში დაგეგმილ G20-ის სამიტზე მიიწვევს. მისი თქმით, ამაში პრობლემას ვერ

ტრამპი აცხადებს, რომ მაიამიში დაგეგმილ G20-ის სამიტზე ზელენსკის მიწვევაში პრობლემას ვერ ხედავს
ფოტო: ფრონტნიუსი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის მაიამიში დაგეგმილ G20-ის სამიტზე მიიწვევს. მისი თქმით, ამაში პრობლემას ვერ ხედავს.პრესკონფერენციაზე ტრამპს ჰკითხეს, მიიწვევდა თუ არა ზელენსკის G20-ის სამიტზე, იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-მა სამიტზე ვლადიმერ პუტინი უკვე მიიწვია."დიახ, სიამოვნებით, პრობლემა არ არის“, - აღნიშნა ტრამპმა.იქამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვაშინგტონს შეუძლია, ზელენსკი დეკემბერში დაგეგმილ G20-ის ლიდერების სამიტზე მიიწვიოს, თუ ეს დადებით შედეგებს გამოიღებდა.ამასთან, ტრამპმა განაცხადა, რომ არ იცის, დათანხმდებოდა თუ არა პუტინი ზელენსკისთან სამმხრივ შეხვედრას მაიამიში.G20-ის ლიდერების სამიტი 2026 წლის 14-15 დეკემბერს მაიამიში, ფლორიდის შტატში გაიმართება.

Ფ
წყარო ფრონტნიუსი · frontnews.ge ავტორი: Frontnews · გამოქვეყნდა 01.11.2026, 12:36. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ