კვირა, 1 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ირანმა გაერთიანებული სამეფოს საგარეო დაზვერვის სამსახური, საზღვაო და საჰაერო ძალები „ტერორისტულ ორგანიზაციებად“ გამოაცხადა

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო გაერთიანებული სამეფოს მთავრობის “მტრული და უკანონო ქმედებები” თეირანის წინააღმდეგ და

ირანმა გაერთიანებული სამეფოს საგარეო დაზვერვის სამსახური, საზღვაო და საჰაერო ძალები „ტერორისტულ ორგანიზაციებად“ გამოაცხადა
ფოტო: ინტერპრესნიუსი

01.11.2026 / 12:17

ირანმა გაერთიანებული სამეფოს საგარეო დაზვერვის სამსახური, საზღვაო და საჰაერო ძალები „ტერორისტულ ორგანიზაციებად“ გამოაცხადა

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო გაერთიანებული სამეფოს მთავრობის “მტრული და უკანონო ქმედებები” თეირანის წინააღმდეგ და საპასუხო ზომები გამოაცხადა: გაერთიანებული სამეფოს საგარეო დაზვერვის სამსახური (MI6) „მტრულ ჯგუფად“, ხოლო სამეფო საზღვაო ძალები და სამეფო საჰაერო ძალები „ტერორისტულ ორგანიზაციებად“ გამოაცხადა, - ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბრიტანეთის მთავრობის ირანის საწინააღმდეგო პოლიტიკა და ქმედებები ეწინააღმდეგება გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, კერძოდ - ეროვნული სუვერენიტეტის პატივისცემისა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ უკანონო ზომების გამოყენების აკრძალვის პრინციპებს.

განცხადების თანახმად, ირანის მიერ მიღებული ზომები პასუხია დიდი ბრიტანეთის მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებულ ანტიტირანულ ქმედებებზე.

“მათ შორისაა ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის აგრესიულ ომში ბრიტანეთის მონაწილეობა სამხედრო ბაზების, ობიექტებისა და ლოჯისტიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის გზით, აგრეთვე 2026 წლის 13 ივლისს მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი (IRGC) „სახელმწიფო საფრთხეების შესახებ“ 2026 წლის კანონის მოქმედების სფეროში მოექცია”, - აღნიშნულია განცხადებაში.

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 01.11.2026, 12:17. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ