კვირა, 1 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ, ახლა მათი პასუხისმგებლობაა, ეს მძიმე ლაქა ჩამოირეცხონ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირსა და მის საელჩოს ძალადობის მხარდაჭერაში

შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ, ახლა მათი პასუხისმგებლობაა, ეს მძიმე ლაქა ჩამოირეცხონ
ფოტო: ინტერპრესნიუსი

01.11.2026 / 09:24

შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ, ახლა მათი პასუხისმგებლობაა, ეს მძიმე ლაქა ჩამოირეცხონ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირსა და მის საელჩოს ძალადობის მხარდაჭერაში ადანაშაულებს.

კერძოდ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი და მისი საელჩო „ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ“.

პაპუაშვილი პასუხისმგებლობაზე მიუთითებს და ამბობს, რომ მათ უნდა „ჩამოირეცხონ მძიმე ლაქა“, მანამდე კი მათ ძალადობის მხარდამჭერებად განიხილავს.

“ვინც ძალადობის მხარდაჭერაში ერთხელ უკვე მხილებულია, თავად უნდა დაგვარწმუნოს, რომ ამას აღარ გაიმეორებს.

ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ. ახლა მათი პასუხისმგებლობაა, ეს მძიმე ლაქა ჩამოირეცხონ.

მანამდე კი, ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდამჭერებად რჩებიან“, -წერს პაპუაშვილი „ფეისბუქზე“.

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 01.11.2026, 09:24. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ