„ბლოქსი ხეივნის“ გაყიდვები წარმატებით დაიწყო | Marketer
31 ოქტომბერს ბლოქსი ხეივნის პროექტში გაყიდვები წარმატებით დაიწყო. პირველივე დღეს გაყიდული ბინების რაოდენობამ 618 შეადგინა, რაც სრული პროექტის 60%-ზე მეტია.
31 ოქტომბერს ბლოქსი ხეივნის პროექტში გაყიდვები წარმატებით დაიწყო. პირველივე დღეს გაყიდული ბინების რაოდენობამ 618 შეადგინა, რაც სრული პროექტის 60%-ზე მეტია. აღნიშნული შედეგი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პროექტის მიმართ მომხმარებელთა მაღალ ინტერესსა და BLOX-ისადმი არსებულ ნდობას.

„ახალ პროექტში ინვესტიციის გადაწყვეტილება ახალ მომხმარებლებთან ერთად, BLOX-ის უკვე არსებულმა მობინადრეებმაც მიიღეს. მათ გაყიდვების ოფიციალურ დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მივეცით შესაძლებლობა, პირველებს შეერჩიათ სასურველი ბინები და მოეხდინათ მათი რეზერვაცია. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანების ნდობა, რომლებიც წლების განმავლობაში ჩვენთან ერთად იზიარებენ BLOX-ის განვითარების ისტორიას. გვყავს მობინადრეები, რომლებმაც ინვესტიცია კომპანიის არაერთ პროექტში განახორციელეს, რაც ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობა და ნდობის მნიშვნელოვანი გამოხატულებაა. სწორედ ამიტომ, მათზე ზრუნვა, მათი ერთგულების დაფასება და განსაკუთრებული შესაძლებლობების შეთავაზება ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.“

გაყიდვების პირველი დღე განსაკუთრებული შეთავაზებებითა და სასიამოვნო სიურპრიზებითაც გამოირჩეოდა. თითოეულმა მობინადრემ BLOX-ისგან საჩუქარი მიიღო, 10 იღბლიან მომხმარებელს კი სპეციალური პრიზები გადაეცა. მათ საჩუქრებს შორის იყო სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ხოლო გათამაშების მთავარი პრიზი ბლოქსი ხეივნის პროექტში პარკინგი გახდა.

ბლოქსი ხეივანი BLOX-ის რიგით მე-11 მასშტაბური პროექტია, რომელიც აღმაშენებლის ხეივანზე, თბილისის ერთ-ერთ აქტიურად განვითარებად ლოკაციაზე მდებარეობს. 7 ბლოკისგან შემდგარი კომპლექსი თანამედროვე არქიტექტურას, მრავალფუნქციურ ინფრასტრუქტურას, გამწვანებულ გარემოსა და 6,282 კვ.მ-მდე სარეკრეაციო ზონას აერთიანებს, რაც მობინადრეებს კომფორტული ცხოვრებისა და დასვენებისთვის მრავალფეროვან შესაძლებლობებს სთავაზობს.

„ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელობანია, რომ ყოველი ახალი პროექტი კიდევ უფრო მეტ ადამიანს აერთიანებს. გვჯერა, რომ ბლოქსი ხეივანი ბევრისთვის ახალი, ბედნიერი ცხოვრების დასაწყისი გახდება.“
[პარტნიორის კონტენტი]


