კვირა, 1 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

გერმანიაში ცხოვრების გაზრდილი ხარჯების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა

გერმანიაში ცხოვრების გაზრდილი ხარჯების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა, - ინფორმაციას

გერმანიაში ცხოვრების გაზრდილი ხარჯების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა
ფოტო: ინტერპრესნიუსი

01.11.2026 / 10:48

გერმანიაში ცხოვრების გაზრდილი ხარჯების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა

გერმანიაში ცხოვრების გაზრდილი ხარჯების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აქციის მონაწილეებმა ფრანკფურტის ცენტრში მაღაზიები გაძარცვეს და სამართალდამცავებს დაუპირისპირდნენ. ფრანკფურტის გარდა, ძალადობის ინციდენტები მოხდა ბერლინში, კიოლნსა და ჰამბურგში, პოლიციის თქმით, მომიტინგეთა დასაშლელად, რომლებიც გადაუდებელი დახმარების სამსახურის თანამშრომლებს პიროტექნიკას, ქვებსა და ბოთლებს ესროდნენ, წყლის ჭავლი გამოიყენეს.

ცნობისთვის, ათასობით ადამიანი შეუერთდა ჯგუფ Gen Z regelt-ის (თაობა Z-ი იღებს პასუხისმგებლობას) მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებს. აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ სკოლების არასათანადო დაფინანსებას, ცხოვრების ხარჯების ზრდას, სახელმწიფო დაფინანსების შემცირებასა და სამხედრო სამსახურს.

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 01.11.2026, 10:48. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ