შაბათი, 31 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

რას აცხადებს ავტოტრანსპორტის სამსახური რუსთავის ავტობუსებში მონიტორებზე პორნოგრაფიული კადრების გამოჩენაზე

რუსთავის მუნიციპალურ ავტობუსებში არსებული მონიტორების სერვერზე კიბერშეტევა განხორციელდა - ამის შესახებ რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტი აცხადებს. მათივე ინფორმაციით, ეკრანზე, რამდენიმე წამის განმავლობაში უცენზურო შინაარსის კადრი გავიდა. "მუნიციპალური ტრანსპორტის სამსახურმა მყისიერად მოახდინა…

რას აცხადებს ავტოტრანსპორტის სამსახური რუსთავის ავტობუსებში მონიტორებზე პორნოგრაფიული კადრების გამოჩენაზე
ფოტო: ამბები

რუსთავის მუნიციპალურ ავტობუსებში არსებული მონიტორების სერვერზე კიბერშეტევა განხორციელდა - ამის შესახებ რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტი აცხადებს.

მათივე ინფორმაციით, ეკრანზე, რამდენიმე წამის განმავლობაში უცენზურო შინაარსის კადრი გავიდა.

  • "მუნიციპალური ტრანსპორტის სამსახურმა მყისიერად მოახდინა რეაგირება. ამ მომენტისთვის ავტობუსებში არსებული ყველა მონიტორი გათიშულია და მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მუშაობს შესაბამისი უწყება“, - ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე სოციალურ ქსელში მოქალაქემ დაწერა:

"დღეს #4 ავტობუსით იმგზავრეს ბავშვებმა. მოულოდნელად ეკრანზე ჩაირთო პორნო. საზოგადოებრივ ავტობუსში! არ ვიცი, მგზავრმა გააზიარა ეკრანზე თუ როგორ ჩაირთო, მაგრამ ეს არის მიუღებელი. ვერ გამორთო ეკრანი მძღოლმა და მონიტორს ქურთუკი დააფარა. იმედი მაქვს რეაგირება ექნებათ და მსგავსი ფაქტი არ განმეორდება“ - დაწერა მოქალაქემ.

Ა
წყარო ამბები · ambebi.ge ავტორი: AMBEBI.GE · გამოქვეყნდა 31.10.2026, 19:08. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ