კვირა, 1 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

„ბაჩო იყო ადამიანი, რომელიც ყველას უყვარდა… ვუსამძიმრებთ ოჯახს ამ ენით აღუწერელ ტკივილს“ – სურამის მეორე საჯარო სკოლა

„ბაჩო იყო ადამიანი, რომელიც ყველას უყვარდა… ვუსამძიმრებთ ოჯახს ამ ენით აღუწერელ ტკივილს“ – სურამის მეორე საჯარო სკოლა
ფოტო: პრაიმტაიმი

სურამის მეორე საჯარო სკოლა სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს აქვეყნებს: 

„სურამის მეორე საჯარო სკოლა ღრმა მწუხარებით იუწყება ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულის - ბაჩო ტეფნაძის გარდაცვალებას. 

ბაჩო იყო ადამიანი, რომელიც თავისი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე ყველას უყვარდა. ვუსამძიმრებთ ოჯახს ენით აღუწერელ ტკივილს და ამ მძიმე წუთებში ვუსურვებთ გამძლეობას…

სიტყვები უძლურია იმ ტკივილის გადმოსაცემად, რომელსაც ახლა განვიცდით“.

Პ
წყარო პრაიმტაიმი · primetime.ge გამოქვეყნდა 01.11.2026, 00:11. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ