შაბათი, 31 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

საპატიო თერჯოლელი წელს 6 მოქალაქე გახდა

თერჯოლაში, სახალხო დღესასწაულზე ტრადიციულად, გამორჩეული, ღვაწლმოსილი და წარმატებული თერჯოლელების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.2026 წელს საპატიო მოქალაქე ექვსი

საპატიო თერჯოლელი წელს 6 მოქალაქე გახდა
ფოტო: ფრონტნიუსი

თერჯოლაში, სახალხო დღესასწაულზე ტრადიციულად, გამორჩეული, ღვაწლმოსილი და წარმატებული თერჯოლელების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.2026 წელს საპატიო მოქალაქე ექვსი თერჯოლელი გახდა. ჯილდოები მათ მერმა მანუჩარ რობაქიძემ, პარლამენტის დელეგატმა ზვიად შალამბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძემ გადასცეს და მუნიციპალიტეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს.საპატიო თერჯოლელის ტიტული  გადაეცა: შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს უფროსს ამირან ვერულაშვილს, შსს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის (ოპერატიული) სამმართველოს უფროსს ლაშა ალფაიძეს, ღვაწლმოსილ მეეზოვე მზია გაბრიაძეს, ღვაწლმოსილ მშენებელ ზურაბ წივწივაძეს, ღვაწლმოსილ ფარმაცევტ იზა მაჩიტიძეს და ღვაწლმოსილ პედაგოგ ივანე კვახაჭელიძეს.სახალხო დღესასწაულის ფარგლებში, პრიზებით დაჯილდოვდებიან, ასევე უმაღლესი ქულების მქონე პირველკურსელები, მადლობის სიგელები და პრიზები გადაეცემათ, ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებზე მონაწილე წარმატებულ  სპორტსმენებს და თერჯოლელ მეღვინეებს.

Ფ
წყარო ფრონტნიუსი · frontnews.ge ავტორი: Frontnews · გამოქვეყნდა 31.10.2026, 21:56. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ