კვირა, 1 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ისრაელში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

ისრაელში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
ფოტო: პრაიმტაიმი

ისრაელში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს. 

„გარდაიცვალა ემიგრანტი ისრაელში ახალგაზრდა სიცოცხლით სავსე გიორგი ზარდიაშვილი

კიდევ ერთი მზე-ბიჭი ვერ დაბრუნდება სამშობლოში ... ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული. ღმერთო მიეცი ძალა მის ოჯახს ამ ტკივილის ასატანად, კეთილად მოიხსენიე უფალო, მონა შენი გიორგი და კეთილთა შინა განუსვენე - განიხარე მის სულს. იძინე მშვიდად შენს მარადიულ სასუფეველში, სადაც ნეტარ არიან ღვთისგან რჩეულნი. ყოველთვის გვემახსოვრება შენი სათნო, ლამაზი ღიმილი და გულის სითბო. ღმერთს სასუფეველში რჩეულები მიჰყავსო ამბობენ... მხოლოდ ფიზიკურად, თორემ ჩვენი ფიქრი სულ შენ გევლება თავს, გჯეროდეს, არასოდეს დაგივიწყებთ და არ მოგაკლებთ ლოცვასა და სანთელ-საკმეველს, შენ ჩვენს გულებში სამუდამო ტკივილად დარჩები, მოგონებად გადაქცეული.

ნეტავი გვყოლოდი, ცოცხალი გვყოლოდი, ნამდვილი და არა ასეთი ცრემლიანი შენი ჩამსხვრეული სიკეთით ხელში, რა ლამაზი იმედი იქნებოდი ჩვენი.. რა ბედნიერი ვიქნებოდით ცოცხალი რომ გვყავდე, ყოფილიყავი ამ ქვეყნად და გაგეხარა, ღმერთს ვთხოვთ ნათელში გვიმყოფოს შენი სპეტაკი სული და ისიც ვიცით მიწა თმებს რომ არ ათეთრებს და შენ მუდამ ისევ ისეთი კეთილი ღიმილის ბიჭი, იქნები...“, - წერს შოთო სიხარულიძე. 

Პ
წყარო პრაიმტაიმი · primetime.ge გამოქვეყნდა 01.11.2026, 00:59. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ