შაბათი, 31 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

მიგრაციის დეპარტამენტი 61 უცხოელს აძევებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიგრაციის დეპარტამენტმა ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარა და საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე დააკავა. დაკავებულთა შორის არიან ტაილანდის, აზერბაიჯანის, თურქეთის, რუსეთის, ბელარუსის, იორდანიის…

მიგრაციის დეპარტამენტი 61 უცხოელს აძევებს
ფოტო: ნეტგაზეთი

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიგრაციის დეპარტამენტმა ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარა და საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე დააკავა.

დაკავებულთა შორის არიან ტაილანდის, აზერბაიჯანის, თურქეთის, რუსეთის, ბელარუსის, იორდანიის, ჩინეთის, უზბეკეთისა და თურქმენეთის მოქალაქეები.

„სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ფარგლებში, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა დანიშნულების ობიექტი შეამოწმეს. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებული პირები საქართველოში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით“, — აცხადებს შსს.

დაკავებულები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში და მიმდინარეობს მათი საქართველოდან გაძევების პროცედურა.

Ნ
წყარო ნეტგაზეთი · netgazeti.ge ავტორი: ნინო ჩიჩუა · გამოქვეყნდა 31.10.2026, 14:31. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ