"ბებია შვიდჯერ დაბრუნდა სახლში ნამშობიარები ბავშვის გარეშე“ - შოკისმომგვრელი ისტორია, რომელსაც თამუნა მუსერიძე პოდკასტში "ვეძებ“ აანონსებს
პოდკასტში "ვეძებ" ჩვილების გასხვისების არაერთი ისტორია გამხდარა ცნობილი, თუმცა უახლესი გადაცემის ანონსი, სრულიად შოკისმომგვრელია. გადაცემის სტუმარი ჰყვება, რომ ბებიამისს საავადმყოფოდან სხვადასხვა დროს მშობიარობის შემდეგ, შვიდი შვილი მოჰპარეს.
"ბებიას მოჰპარეს შვიდი ვაჟი… მეორე ბავშვი, მესამე, მეოთხე, მეხუთე - ბებია სახლში ბრუნდებოდა ბავშვის გარეშე… ბებია ამ სახელით, გვარით და პირადი ნომრით ფიქსირდება კიდევ ორი ადამიანის დედად, ოღონდ ამ ორ ადამიანზე არანაირ ინფორმაციას არ გვაძლევენ.
ადევს გრიფი, ბებიას გარდაცვალებიდან უნდა იყოს 30 წელი გასული, რომ მივიღოთ ეს ინფორმაცია, ვინ არიან ეს ადამიანები.
ბებია შვიდჯერ დაბრუნდა სახლში ნამშობიარები ბავშვის გარეშე…“ - ამბობს ქალი.
"ეს არის აბსოლუტურად სკანდალური, სენსაციური ამბავი,“ - ამბობს პოდკასტის წამყვანი თამუნა მუსერიძე და გადაცემას ხვალ, 21 საათისთვის აანონსებს.
SAY.GE · შოკისმომგვრელი (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე
წყარო
ამბები · ambebi.ge
ავტორი: AMBEBI.GE · გამოქვეყნდა 31.10.2026, 18:23. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია
ასევე წაიკითხეთ
320×100სარეკლამო ადგილი · მობაილის ლენტა
