შაბათი, 31 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ლევან მაჭავარიანი Fitch Ratings-ის რეიტინგზე: ჩვენი ეკონომიკა განაგრძობს სტაბილურ განვითარებას, ზრდას და ეს პროგრესი, რომელიც ორგანიზაციამ აღნიშნა, კიდევ ერთი ინდიკატორი იქნება საერთაშორისო ინვესტორებისთვის

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი საკრედიტო-სარეიტინგო კომპანია Fitch Ratings-ის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებას ეხმაურება.„გამ...

ლევან მაჭავარიანი Fitch Ratings-ის რეიტინგზე: ჩვენი ეკონომიკა განაგრძობს სტაბილურ განვითარებას, ზრდას და ეს პროგრესი, რომელიც ორგანიზაციამ აღნიშნა, კიდევ ერთი ინდიკატორი იქნება საერთაშორისო ინვესტორებისთვის
ფოტო: ინფო 9

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი საკრედიტო-სარეიტინგო კომპანია Fitch Ratings-ის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებას ეხმაურება.

„გამორჩეული ვართ, ზოგადად, არა მხოლოდ რეგიონში, ევროპაშიც. ეკონომიკური ზრდით, რომელიც ჩვენ გვაქვს, უკვე მეექვსე წელია, ლიდერები ვართ მთლიანად ევროკავშირის მასშტაბით.

მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში ასეთი გამოწვევებია, ჩვენი ეკონომიკა განაგრძობს სტაბილურ განვითარებას, ზრდას და ეს პროგრესი, რომელიც ორგანიზაციამ აღნიშნა, კიდევ ერთი ინდიკატორი იქნება საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რომ საქართველოში არის იდეალური საინვესტიციო გარემო“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

საკრედიტო-სარეიტინგო კომპანიამ Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი „BB“ დონეზე შეინარჩუნა, ხოლო პერსპექტივა „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა.

Ი
წყარო ინფო 9 · info9.ge გამოქვეყნდა 31.10.2026, 19:37. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ