ვოლოდიმირ ზელენსკი - ოლეშკიში ადამიანების გადასარჩენად ჰუმანიტარული ოპერაცია განხორციელდა
ოლეშკიში ადამიანების გადასარჩენად ჰუმანიტარული ოპერაცია განხორციელდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი
31.10.2026 / 17:46
ვოლოდიმირ ზელენსკი - ოლეშკიში ადამიანების გადასარჩენად ჰუმანიტარული ოპერაცია განხორციელდა
ოლეშკიში ადამიანების გადასარჩენად ჰუმანიტარული ოპერაცია განხორციელდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
„ხერსონის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაწესდა, რომლის ფარგლებშიც ოლეშკისკენ მიმავალი გზები ნაღმებისგან გაიწმინდა და ჰუმანიტარული დახმარების შეტანა მოხდა. ვიმედოვნებთ, ოლეშკისთან ჰუმანიტარული წვდომა დარჩება“, - წერს ზელენსკი X-ზე.
მისი თქმით, ოლეშკიდან ევაკუირებულმა ადამიანებმა ჩერნიგოვის ოლქში უკრაინის საზღვარი უკვე გადაკვეთეს.
„ამერიკულ მხარესა და აშშ-ის პირველ ლედის, მელანია ტრამპს მედიაციისთვის მადლობას ვუხდი“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
SAY.GE · გადასარჩენად (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე
