შაბათი, 31 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

თერჯოლის მუნიციპალიტეტში "თერჯოლობა 2026"-ის ფარგლებში ღონისძიებები მიმდინარეობს

თერჯოლის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაულის - "თერჯოლობა 2026"-ის ფარგლებში ღონისძიებები მიმდინარეობს.ეწყობა შემეცნებით-გასართობი და საგამოფენო სივრცეები, სოფ

თერჯოლის მუნიციპალიტეტში "თერჯოლობა 2026"-ის ფარგლებში ღონისძიებები მიმდინარეობს
ფოტო: ფრონტნიუსი

თერჯოლის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაულის - "თერჯოლობა 2026"-ის ფარგლებში ღონისძიებები მიმდინარეობს.ეწყობა შემეცნებით-გასართობი და საგამოფენო სივრცეები, სოფლებისა და თემების ტრადიციული პავილიონები, იმართება პერფორმანსები, წარმოდგენები, კულტურული და სპორტული აქტივობები, ქუჩის თეატრალური წარმოდგენები, მოსიარულე ორკესტრი, საბავშვო შოუ-პროგრამები და საზეიმო მსვლელობა თერჯოლის ქუჩებში ცხენოსნებითა და ფაიტონით, მეარღნის თანხლებით; სახის მოხატვა, ინტერაქტიული ფოტო - სარკე (photo mirror), ფოტო-ვიდეოს გადაღება Gifit აპარატით, თემატური ფოტოზონები, მრავალფეროვანი საბავშვო ატრაქციონები.სახალხო დღესასწაულის პროგრამის ფარგლებში გაიმართა ადგილობრივი საბავშვო კონცერტი.სადღესასწაულო ღონისძიებებს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი,  მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძე, მერის  მოადგილეები  ესწრებიან.ღონისძიებებში მონაწილეობენ ასევე მოწვეული სტუმრები და ადგილობრივები.

Ფ
წყარო ფრონტნიუსი · frontnews.ge ავტორი: Frontnews · გამოქვეყნდა 31.10.2026, 17:21. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ