ომბუდსმენი - ყოველ ჯერზე, როცა გვქონდა მცდელობა ელენე ხოშტარიასთან შეხვედრის, ვიღებდით უარს - თუ ჩათვლის საჭიროდ, რომ ჩვენ შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ მისი მდგომარეობის გაუმჯობესებაში, სრულ მზადყოფნას გამოვთქვამ
ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ გვქონდა მცდელობა ელენე ხოშტარიასთან შეხვედრის ან მისი საქმით დაინტერესების,
30.10.2026 / 21:12
ომბუდსმენი - ყოველ ჯერზე, როცა გვქონდა მცდელობა ელენე ხოშტარიასთან შეხვედრის, ვიღებდით უარს - თუ ჩათვლის საჭიროდ, რომ ჩვენ შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ მისი მდგომარეობის გაუმჯობესებაში, სრულ მზადყოფნას გამოვთქვამ
ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ გვქონდა მცდელობა ელენე ხოშტარიასთან შეხვედრის ან მისი საქმით დაინტერესების, ვიღებდით უარს. ეს მისი უფლებაა, მისი პერსონალური დამოკიდებულებაა ჩემს მიმართ და ამას მე ვერაფერს ვერ ვუზამ, ვერავის ვაიძულებ, რომ ჩემთან ითანამშრომლოს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის” გადაცემა „360 გრადუსში” განაცხადა.
ომბუდსმენის თქმით, თუ ელენე ხოშტარია გადახედავს დამოკიდებულებას სახალხო დამცველთან თანამშრომლობის თაობაზე, ის მზად არის, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის საქმეში თავისი წვლილი შეიტანოს.
„ელენე ხოშტარიას ვუსურვებ ჯანმრთელობასა და მალე გათავისუფლებას, ეს არის ჩემი პოზიცია, რაც შეიძლება ამ ადამიანის მიმართ გამაჩნდეს მიუხედავად იმისა, რომ ის ჩემი არჩევის პირველი დღიდან უარს აცხადებს ჩემთან, როგორც სახალხო დამცველთან თანამშრომლობაზე, უარს აცხადებს ჩემს აპარატთან თანამშრომლობაზე.
ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ გვქონდა მცდელობა მასთან შეხვედრის ან მისი საქმით დაინტერესების, ყოველ ჯერზე ვიღებდით უარს. ეს მისი უფლებაა, თუმცა, თუ ის გადაიფიქრებს, გადახედავს თავის მიდგომას და ჩათვლის საჭიროდ, რომ ჩვენ შეგვიძლია რაიმე წვლილი შევიტანოთ მისი საქმის განხილვაში ან მისი მდგომარეობის გაუმჯობესებაში, რა თქმა უნდა, მე სრულ მზადყოფნას გამოვთქვამ. ეს მისი პერსონალური დამოკიდებულებაა ჩემს მიმართ და ამას მე ვერაფერს ვერ ვუზამ, ვერავის ვაიძულებ, რომ ჩემთან ითანამშრომლოს.
რაც შეეხება ვადაზე ადრე გათავისუფლებას, არა მარტო ელენე ხოშტარიას, არამედ ყველა მსჯავრდადებულს ვუსურვებ, რომ ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ და ზოგადად, პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების გააქტიურებასა და ამ რიცხვის მნიშვნელოვნად გაზრდას დიდი ხანია, ვემხრობი, ამის შესახებ ანგარიშში ვწერ. ეს ეხება ყველა პატიმარს და, რა თქმა უნდა, ეხება ელენე ხოშტარიასაც”, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
