Taschen ანუ “წიგნები ოპტიმისტებისთვის 1980 წლიდან” - ბიბლუსში
Taschen-ის წიგნები ესთეტიკის, გემოვნებისა და ხელოვნების მოყვარულთა აღმოჩენად იქცა. გამომცემლობამ შექმნა ნიშა,
Taschen-ის წიგნები ესთეტიკის, გემოვნებისა და ხელოვნების მოყვარულთა აღმოჩენად იქცა. გამომცემლობამ შექმნა ნიშა, რომელიც არასდროს ძველდება - როდესაც სახლსა თუ ოფისში წიგნების კოლექციას შეამჩნევ, მაშინვე ხვდები, რომ აქ ხელოვნებას აფასებენ.
გამომცემლობა Taschen-ის მაღალი პოლიგრაფიული ხარისხის წიგნების თითქმის სრული კოლექცია უკვე საქართველოშიც, „ბიბლუსის“ ქსელშია ხელმისაწვდომი.
Taschen-ის შთამაგონებელი ისტორია
ყველაფერი მე-20 საუკუნის 80-იან წლებში, გერმანიაში დაიწყო, როდესაც 18 წლის ბენედიქტ ტაშენმა კიოლნში პატარა კომიქსების მაღაზია გახსნა. მისი წამოწყება გარშემომყოფებს უყურადღებოდ არ დარჩენიათ, რადგან თავდაპირველად ის იშვიათი გამოცემების შეგროვებითა და გაყიდვით იყო დაკავებული, თუმცა მოგვიანებით სულ სხვა მასშტაბს მიაღწია.

ბენედიქტ ტაშენი
გარდატეხა პატარა ბიზნესის წამოწყებიდან 5 წლის თავზე მოხდა, როდესაც Taschen-მა პირველად გამოსცა ლეგენდარული სერია Basic Art-ის ალბომი, სალვადორ დალის თემატიკაზე.
80-იან წლებში ხელოვნების ხარისხიანი წიგნები იშვიათობა იყო, ამიტომ საკმაოდ ძვირადაც ფასობდა. ბენედიქტმა პირველ რიგში, დაანგრია სტერეოტიპი, რომ მაღალი ხარისხის წიგნი შეიძლებოდა მხოლოდ კოლექციონერებისთვის ყოფილიყო ხელმისაწვდომი. მან წიგნი შესთავაზა ყველას, ვისაც მისი შეძენა სურდა და ამ მიდგომით მალევე მოიპოვა პოპულარობა და აღიარება.
რატომ არის Taschen-ის წიგნები ასეთი ღირებული?
Taschen-ის წიგნები დღეს კოლექციონერების, არქიტექტორების, დიზაინერების, მუსიკოსებისა თუ უბრალოდ ესთეტიკის მოყვარულთა სახლებისა თუ სამუშაო სივრცეების ნაწილია. მისი საკოლექციო ღირებულება კი შემდეგში მდგომარეობს:
- თითოეული წიგნი იბეჭდება უმაღლესი ხარისხის ქაღალდზე, ისეთი მასალებით, რომლებიც გამოსახულების მაქსიმალურ დეტალიზაციას უზრუნველყოფს. სწორედ ამიტომ ინარჩუნებს წიგნი პირვანდელ ვიზუალსა და მკვეთრ ფერთა გამას
ათწლეულების განმავლობაში, არ ხუნდება და ყვითლდება.
- დიდი ფორმატისა და დახვეწილი დიზაინის წყალობით, წიგნები არა მხოლოდ შთაგონების, შემეცნებისა და ესთეტიკური სიამოვნების მისაღებად, არამედ ინტერიერში აქცენტების შესატანადაც გამოიყენება. ის ნებისმიერ სივრცეს სძენს თავის ხასიათს.
- ეს არის საუკეთესო საჩუქარი ხელოვნების მოყვარული ადამიანებისათვის.
Taschen-ის უნიკალური გამოცემების ძირითადი ნაწილი, რომელიც „ბიბლუსშია“ წარმოდგენილი, აერთიანებს არქიტექტურასა და დიზაინს, კინოსა და მუსიკას; მხატვრობასა და ფოტოგრაფიას, კომიქსებს და სხვა საინტერესო თემებს.
არქიტექტურითა და დიზაინით დაინტერესებული მკითხველი გამოცემებში აღმოაჩენს ზაჰა ჰადიდის ფუტურისტულ ქმნილებებს, ანტონიო გაუდის შედევრებს, ფრენკ ლოიდ რაიტისა და ლე კორბუზიეს რევოლუციურ პროექტებს და გაეცნობა მათ როგორც ვიზუალურად, ასევე შეიტყობს ისტორიულ ფაქტებსაც. წიგნებში წარმოდგენილია შენობების რეალისტური ჩანახატები, გეგმები და იშვიათი ფოტოები, რომლებიც სივრცით აღქმას სრულად ცვლის.


მხატვრობისა და სახვითი ხელოვნების თემატიკაზე შედგენილი წიგნები აერთიანებს ხელოვანებს რენესანსიდან თანამედროვე ეპოქამდე. კოლექცია მოიცავს ლეონარდო და ვინჩის, მიქელანჯელოს, კლოდ მონეს, ვინსენტ ვან გოგის, სალვადორ დალისა და ჟან-მიშელ ბასკიას შემოქმედებას. უმაღლესი ხარისხის ბეჭდვის ტექნოლოგიის წყალობით მკითხველი რეალისტურად ხედავს ნამუშევრების ფერთა სიღრმესა და ხასიათს.

ფოტოგრაფიის სერია აერთიანებს საკულტო კადრებს ჰელმუტ ნიუტონის, სებასტიან სალგადოს, ანი ელიბოვიჩისა და პიტერ ლინდბერგის ობიექტივებიდან. ეს არის მოდის, პორტრეტებისა და დოკუმენტური ფოტომასალის კრებული, სადაც თითოეულ კადრს თავისი ისტორია და ემოციური მხარე აქვს.

კინოს თემატიკაზე შედგენილი წიგნები გვიამბობს კადრს მიღმა არსებული ისტორიებისა და ისეთი რეჟისორების, საკულტო პროექტების შესახებ, როგორიცაა სტენლი კუბრიკი, ალფრედ ჰიჩკოკი, „ვარსკვლავური ომები“ და სხვა. წიგნებში გაერთიანებული იშვიათი კადრები გადაღების მოედნიდან, სცენარების პირველადი ვერსიები და ინტერვიუები, რომელიც კინოს მოყვარულებს აუცილებლად დააინტერესებს.

მუსიკა და პოპ-კულტურა Taschen-ის საკულტო და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიაა, რომელიც მოიცავს ლეგენდარული ჯგუფებისა და შემსრულებლების - The Beatles, The Rolling Stones-ის, Depeche Mode-ის, დევიდ ბოუის, მაიკლ ჯექსონისა და სხვების შესახებ საარქივო მასალებს მათი ტურნეებიდან თუ ალბომებიდან, მათ შორის, ყდებს, ფოტოებსა და სხვა.

კომიქსები - ჟანრის მოყვარულთა აღმოჩენა გახდება. ეს არის სერია, რომელიც აერთიანებს Marvel-ისა და DC-ის განვითარების ისტორიას, მათ შორის, სპაიდერმენის, ბეტნენისა და სხვა სუპერგმირების პირველ ჩანახატებს, მათ ევოლუციას სხვადასხვა დროში...


Taschen-ის წიგნები არის არა მხოლოდ ესთეტიკისთვის შექმნილი ნიშური გამოცემები, არამედ ავტორიტეტული გზამკვლევი მსოფლიო კულტურის ყველაზე დიდი ფიგურებისა და მოვლენების შესახებ.
Taschen-ის კოლექციის აღმოსაჩენად მიჰყევით ბმულს.
(R)
