შაბათი, 31 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

კამპანიის „გამომყევი აჭარაში“ გამარჯვებული გამოვლინდა

კამპანიის „გამომყევი აჭარაში“ გამარჯვებული გამოვლინდა
ფოტო: პრაიმტაიმი

„გამომყევი აჭარაში“ კამპანიის გამარჯვებული კონტენტ-კრეატორი გუგა გიორგობიანი გახდა. მის მიერ აჭარაზე გამოქვეყნებული კონტენტის წვდომამ 162 812 845 დააგროვა.

მეორე ადგილი ბათუმელმა კონტენტ-კრეატორმა ხვიჩა ასამბაძემ დაიკავა. მისი კონტენტის წვდომამ სოციალურ ქსელებში 104 637 525 შეადგინა.

მესამე ადგილი კონტენტ-კრეატორმა ნიკა გელაშვილმა (92 405 981 წვდომა), ხოლო მეოთხე ადგილი კონტენტ-კრეატორმა ჯაბა გოგიტიძემ (66 594 579 წვდომა) დაიკავეს.

კამპანიის გამარჯვებულები დღეს ბათუმში გამართულ ღონისძიებაზე გამოვლინდნენ. საკუთარი რჩეულები დაასახელეს და სპეციალური საჩუქრები გადასცეს მონაწილე კონტენტ-კრეატორებს კერძო სექტორის წარმომადგენლებმა.

წელს, შიდა ტურიზმის სტიმულირების კამპანიამ „გამომყევი აჭარაში“ სოციალურ ქსელებში უპრეცედენტო რაოდენობის 1 მილიარდამდე წვდომა დააგროვა. კამპანიის მონაწილეებმა სოციალურ ქსელებში აჭარის შესახებ 12, 000-ზე მეტი პოსტი გამოაქვეყნეს.

კამპანიის მსვლელობისას მონაწილეებმა აჭარაში არსებულ 200 -მდე ტურისტულ ობიექტს, ადგილსა და პროდუქტს გაუწიეს პოპულარიზაცია.

Პ
წყარო პრაიმტაიმი · primetime.ge გამოქვეყნდა 30.10.2026, 23:55. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ