შაბათი, 31 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ცნობილი ექიმი გარდაიცვალა

ცნობილი ექიმი გარდაიცვალა
ფოტო: პრაიმტაიმი

ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ექიმი გიორგი ჟღენტი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს და ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს.

„აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ორთოპედ-ტრავმატოლოგის, მედიცინის დოქტორის - გიორგი ჟღენტის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს ოჯახს და კოლეგებს.

გიორგი ჟღენტი გამოირჩეოდა პროფესიონალიზმითა და საქმისადმი ერთგულებით. მისი მრავალწლიანი სამედიცინო და აკადემიური საქმიანობა მნიშვნელოვანი იყო როგორც პაციენტებზე ზრუნვის, ისე ახალგაზრდა ექიმების პროფესიული განვითარების მიმართულებით“, - აღნიშნულია სამძიმრის ტექსტში.

Პ
წყარო პრაიმტაიმი · primetime.ge გამოქვეყნდა 30.10.2026, 23:55. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ