შაბათი, 31 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

„შენს ჯგუფში დღეს გაკვეთილი არ ჩატარებულა...“ - თბილისში ახალგაზრდა გოგოს გლოვობენ

„შენს ჯგუფში დღეს გაკვეთილი არ ჩატარებულა...“ - თბილისში ახალგაზრდა გოგოს გლოვობენ
ფოტო: პრაიმტაიმი

თბილისში ახალგაზრდა გოგონა, მარიანა შეყელაძე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. 

გარდაცვლილ მოსწავლეს ემშვიდობება სკოლის მასწავლებელი ნატო ქვრივიშვილი და ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

„მე და შენ 9 წელია ერთმანეთს ვიცნობთ, მარტო მოსწავლე და მასწავლებელი ხომ არა, ჩვენ მეგობრებიც ვიყავით! რა გაუსაძლისია შენი წასვლით გამოწვეული ტკივილი! იქ შენს მამიკოს გაახარებ, აქ კი უამრავი ადამიანი გულმოკლული დატოვე!

შენს ჯგუფში დღეს გაკვეთილი არ ჩატარებულა! შენს ჯგუფში ბავშვები შენს ადგილას არ სხდებოდნენ, ეს მარიანას ადგილიაო! ყოველ გაკვეთილზე გეძახდით და გამხნევებდით! ჯიუტად, ბოლომდე გვჯეროდა რომ დაგვიბრუნდებოდი! ახლა რა ვქნათ? როგორ გავაგრძელოთ?“, - წერს პედაგოგი.

Პ
წყარო პრაიმტაიმი · primetime.ge გამოქვეყნდა 31.10.2026, 00:11. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ