პარასკევი, 30 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ირაკლი ზარქუა - ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნის განვითარებას დაახლოებით 3 მლრდ დოლარი მოახმარა, ქონების უდიდესი ნაწილი ფონდ „ქართუს“ გადასცა, რომელიც დღემდე არაერთ საქველმოქმედო პროექტს ახორციელებს - ამ ფაქტებს ვერც ნიკა გვარამია აუვლის გვერდს

რადიკალ ნიკა გვარამიას უთქვამს, თითქოს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილს გადასახადების გადახდას არ სთხოვდა

ირაკლი ზარქუა - ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნის განვითარებას დაახლოებით 3 მლრდ დოლარი მოახმარა, ქონების უდიდესი ნაწილი ფონდ „ქართუს“ გადასცა, რომელიც დღემდე არაერთ საქველმოქმედო პროექტს ახორციელებს - ამ ფაქტებს ვერც ნიკა გვარამია აუვლის გვერდს
ფოტო: ინტერპრესნიუსი

რადიკალ ნიკა გვარამიას უთქვამს, თითქოს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილს გადასახადების გადახდას არ სთხოვდა და ქველმოქმედების განხორციელებაში უწყობდა ხელს - საქართველოში ყველამ, მათ შორის, ჩვენმა პოლიტიკურმა ოპონენტებმაც, კარგად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილმა წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის განვითარებას დაახლოებით 3 მილიარდი დოლარი მოახმარა, პირადი სახსრებით აფინანსებდა ქართულ ჯარს, პოლიციას, პედაგოგებსა და ათიათასობით საჯარო მოხელეს, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრი, ირაკლი ზარქუა სოციალურ ქსელში, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლის, ნიკა გვარამიას მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის ამბობდა, რომ წინა ხელისუფლების დროს ბიძინა ივანიშვილი არ იხდიდა გადასახადებს, შედეგად კი „ვითომ ქველმოქმედებას“ ეწეოდა.

როგორც ზარქუამ აღნიშნა, ნიკა გვარამიას პოლიტიკური არაკეთილსინდისიერება იმდენად შორს მიდის, რომ ის ამ მასშტაბური ქველმოქმედების დისკრედიტაციასაც კი ცდილობს.

„დიდად არ გამოვირჩევი სოციალურ ქსელებში აქტიურობით, თუმცა ამ უსამშობლოების უსამართლო განცხადებას გვერდს ვერ ავუვლიდი. გარე პატრონების მიერ „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერად წარმოჩენილ რადიკალ ნიკა გვარამიას უთქვამს, თითქოს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება ჩვენი პარტიის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს გადასახადების გადახდას არ სთხოვდა და ამასთანავე, ქველმოქმედების განხორციელებაში უწყობდა ხელს, რაც მისი შეფასებით, გრძელვადიანი საარჩევნო კამპანიის ნაწილი ყოფილა. გვარამიასა და მისნაირი პოლიტიკური ფიგურებისგან ბევრი რამ აღარ გვიკვირს, თუმცა როდესაც ასე მარტივად გადასამოწმებელ ფაქტებს ამახინჯებენ, საკუთარი პოლიტიკური არაკომპეტენტურობის კიდევ ერთხელ დემონსტრირებასაც ვერ აცნობიერებენ.

ბიძინა ივანიშვილმა კულტურის, სპორტის, ჯანდაცვის, მეცნიერებისა და პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედება გასწია. უფრო მეტიც, სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, როდესაც სახელმწიფოს ბიუჯეტს ელემენტარული რესურსებიც კი არ ჰქონდა, ქვეყნის ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, ბიძინა ივანიშვილი პირადი სახსრებით აფინანსებდა ქართულ ჯარს, პოლიციას, პედაგოგებსა და ათიათასობით საჯარო მოხელეს. მისი დაფინანსებით აშენდა და განახლდა დაახლოებით 400 სკოლა, შეიქმნა ქართული ძალოვანი სტრუქტურების ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა და რაც მთავარია, ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან პერიოდში, სახელმწიფო ბიუჯეტის ნაცვლად, პირადი სახსრებით ფინანსდებოდა არაერთი აუცილებელი საჯარო მიმართულება. ეს ყველაფერი ხდებოდა მაშინ, როდესაც მისი ქონება უცხოეთში იყო დაგროვილი და საქართველოში მას პირადი კომერციული საქმიანობით შემოსავალი არ მიუღია.

საქართველოში ყველამ, მათ შორის, ჩვენმა პოლიტიკურმა ოპონენტებმაც, კარგად იცის ამ მასშტაბური ქველმოქმედების შესახებ. ბიძინა ივანიშვილმა წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის განვითარებას დაახლოებით 3 მილიარდი დოლარი მოახმარა, საკუთარი ქონების უდიდესი ნაწილი ფონდ „ქართუს“ გადასცა, რომელიც დღემდე არაერთ მნიშვნელოვან საქველმოქმედო პროექტს ახორციელებს. ამასთანავე, მისი პირადი შემოსავლის 80 პროცენტზე მეტი კვლავ ეროვნულ და საზოგადოებრივ საქმეს ხმარდება.

ამ ფაქტებს ვერც ნიკა გვარამია აუვლის გვერდს. თუმცა პოლიტიკური არაკეთილსინდისიერება იმდენად შორს მიდის, რომ ის ამ მასშტაბური ქველმოქმედების დისკრედიტაციასაც კი ცდილობს. როგორც ჩანს, ამ შემთხვევაშიც ვერ გაითვალისწინა, რომ ასეთი მარტივად გასაბათილებელი ბრალდებით თავადვე აღმოჩნდებოდა წაგებული!“- წერს ირაკლი ზარქუა სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა, ნიკა გვარამიამ საკონსტიტუციო სასამართლოში გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლების დროს ბიძინა ივანიშვილი არ იხდიდა გადასახადებს, დააგროვა „ასობით მილიონი“ და შედეგად, „ვითომ ქველმოქმედებას“ ეწეოდა.

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 30.10.2026, 16:50. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ