პარასკევი, 30 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

თაზო დათუნაშვილი - აზერბაიჯანთან გაზის იმპორტზე გაჭიანურებული მოლაპარაკებების ფონზე, შესაძლოა, ბუნებრივი აირი გაძვირდეს - ეს იქნება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს

აზერბაიჯანთან გაზის იმპორტზე გაჭიანურებული მოლაპარაკებების ფონზე, შესაძლოა, რომ საქართველოს მოქალაქეებს

თაზო დათუნაშვილი - აზერბაიჯანთან გაზის იმპორტზე გაჭიანურებული მოლაპარაკებების ფონზე, შესაძლოა, ბუნებრივი აირი გაძვირდეს - ეს იქნება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს
ფოტო: ინტერპრესნიუსი

აზერბაიჯანთან გაზის იმპორტზე გაჭიანურებული მოლაპარაკებების ფონზე, შესაძლოა, რომ საქართველოს მოქალაქეებს ბუნებრივი აირი გაუძვირდეთ. ეს იქნება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ აღმასრულებელმა მდივანმა თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.

თაზო დათუნაშვილი მოუწოდებს ხელისუფლებას, ზამთრის განმავლობაში არ მოხდეს არავითარი ცვლილება გაზის ტარიფის მატების თვალსაზრისით.

„ივანიშვილის პარლამენტმა გაზის ტარიფის დადგენის წესის ცვლილებას მხარი დაუჭირა, ხოლო ირაკლი კობახიძემ დღეს არ უარყო, რომ გაზის ტარიფი შესაძლოა გაიზარდოს. ეს არის ორი საგანგაშო ინდიკატორი, რომ აზერბაიჯანთან გაზის იმპორტზე გაჭიანურებული მოლაპარაკებების ფონზე, შესაძლოა, რომ საქართველოს მოქალაქეებს ბუნებრივი აირი გაუძვირდეთ. ზამთრის დასაწყისში და იმ მომენტში, როდესაც პიკურ ნიშნულს აღწევს ბუნებრივი აირის მოხმარება ჩვენი თანამოქალაქეების გათბობისათვის, ეს იქნება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში.

2026 წლის მაისში კობახიძე განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან გაფორმებული ხელშეკრულება ტარიფის შენარჩუნების შანსს იძლეოდა ჩვენი ქვეყნისთვის.

შეგახსენებთ, რომ ხელშეკრულება, რომელიც ახლა ფორმდება 20 წლის ვადაზე უნდა იყოს გაწერილი და იქნება ჩარჩო იმისა, რომ უახლოესი 20 წლის მანძილზე რა ფასად მოვახერხებთ გაზის შესყიდვას როგორც სახელმწიფო და შემდეგ თითოეული მომხმარებელი.

აქვე შეგახსენებთ, რომ ეს ის პოლიტიკური ძალაა, რომელმაც 2012 წელს ხელისუფლებაში მოვიდა პირველ რიგში იმ დაპირებით, რომ კომუნალური გადასახადები შემცირდებოდა. ამ მომენტიდან, აბსოლუტურად ყველა კომუნალური გადასახადი გაძვირდა გაიაფების მაგივრად. მაგალითად, ერთ-ერთი ბოლო და მასშტაბური გაძვირება მოხდა 2026 წლის აპრილში - საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი 30%-ით გაიზარდა.

კატასტროფულად გაძვირდა საწვავი - რეგულარი ბენზინი უკვე 4 ლარზე მეტი ღირს, ხოლო დიზელი - 5 ლარზე მეტი. ამას „ქართული ოცნება" სრულიად გულგრილად უყურებს. „ძლიერ საქართველოში" ვამბობთ, რომ აუცილებლად უნდა განახევრდეს აქციზის გადასახადი საწვავზე, მაგრამ „ქართული ოცნება" ყურად არ იღებს ამ ყველაფერს. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც, ფაქტობრივად, ყოველი მეორე დასაქმებული, მილიონ სამასი ათასი ადამიანიდან, ხელზე ასაღებ 1300 ლარზე ნაკლებ ხელფასს იღებს და ყველა ხარჯი ეზრდება იმ პირობებში, როდესაც ხელფასის სტაგნაციაა და ხელფასები ვერ ეწევა ინფლაციის მზარდ მაჩვენებელს, სასურსათო პროდუქტებზე მომატებულ ფასს, საწვავზე მომატებულ ფასს და ახლა უკვე კომუნალური გადასახადების მომატებას.

პენსიონერები 2027 წელს დამატებით მხოლოდ 45 ლარს მიიღებენ მაშინ, როდესაც უდიდეს შეღავათებს ნახავენ აზარტული თამაშების კომპანიები, უდიდეს შეღავათებს და დამატებით ათობით მილიარდი ლარის მოგებას, მაგრამ შეღავათს ვერ ნახავს ქართველი პენსიონერი, რომლის მომატებულ პენსიასაც მთლიანად ინფლაცია შეჭამს.

მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას", ყველაფერი გააკეთოს პირველ რიგში იმისათვის, რომ აზერბაიჯანთან გაფორმებული ხელშეკრულება იძლეოდეს საქართველოს მოქალაქეებისთვის იმის საშუალებას, რომ ტარიფი არ გაიზარდოს და როგორც მინიმუმ, ამ უმძიმეს პირობებში, როცა ზამთარია გადასაგორებელი და საქართველოს მოსახლეობას უჭირს, ზამთრის განმავლობაში არ მოხდეს არავითარი ცვლილება გაზის ტარიფის მატების თვალსაზრისით“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 30.10.2026, 17:57. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ