პარასკევი, 30 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

სალომე სამადაშვილი საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციაზე - პროგრესის მოლოდინი არ მაქვს, სანამ ეს ხელისუფლება მართავს ქვეყანას, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა აზერბაიჯანი გახდა ლიდერი და საქართველოს ხელისუფლებად პოზიციების დაცვა არსად შეუძლია

არანაირი პროგრესის მოლოდინი არ მაქვს, სანამ ეს ხელისუფლება მართავს ქვეყანას, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ვხედავთ, რომ აზერბაიჯანი გახდა

სალომე სამადაშვილი საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციაზე - პროგრესის მოლოდინი არ მაქვს, სანამ ეს ხელისუფლება მართავს ქვეყანას, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა აზერბაიჯანი გახდა ლიდერი და საქართველოს ხელისუფლებად პოზიციების დაცვა არსად შეუძლია
ფოტო: ინტერპრესნიუსი

არანაირი პროგრესის მოლოდინი არ მაქვს, სანამ ეს ხელისუფლება მართავს ქვეყანას, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ვხედავთ, რომ აზერბაიჯანი გახდა დღეს ჩვენს რეგიონში ლიდერი სახელმწიფო და საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას, სრულ იზოლაციაში მოქცეულს ყველა სტრატეგიული პარტნიორისგან, საერთო საკუთარი პოზიციების დაცვა არცერთ საკითხზე და არსად აღარ შეუძლია,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადება დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსსა და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებით.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის და დელიმიტაციის საკითხი ძალიან რთულია და „პროცესი, რომელიც მრავალი წელია გრძელდება, მოითხოვს საკმაოდ მნიშვნელოვან კომპრომისს საბოლოო შეთანხმების მისაღწევად“.

„ის სამარცხვინო პროპაგანდისტული კამპანია, რომელიც დავით-გარეჯის თემაზე აწარმოვა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ 2020 წელს - შევახსენებ საზოგადოებას, რომ მათ სრულიად უდანაშაულო, პატიოსანი მეცნიერები დაიჭირეს კიდეც ამ საქმესთან დაკავშირებით. აი ამ სამარცხვინო პიარ-კამპანიამ, რა თქმა უნდა, ხელი არ შეუწყო იმას, რომ ეს საკითხი კონსტრუქციულად წასულიყო წინ. პირიქით, დამატებითი დაბრკოლებები შექმნა ჩვენს ძალიან მნიშვნელოვან მეზობელთან საკმაოდ რთული მოლაპარაკებების პროცესში.

ცხადია, რომ არანაირი პროგრესის მოლოდინი არ მაქვს, სანამ ეს ხელისუფლება მართავს ჩვენს ქვეყანას, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ვხედავთ, რომ აზერბაიჯანი გახდა დღეს ჩვენს რეგიონში ლიდერი სახელმწიფო და საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება სრულ იზოლაციაში მოქცეულს ყველა სტრატეგიული პარტნიორისგან, საერთოდ საკუთარი პოზიციების დაცვა არცერთ საკითხზე და არსად აღარ შეუძლია“,- აღნიშნა სამადაშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსსა და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებით ისაუბრა. პრემიერის თქმით, ქართულმა მხარემ აზერბაიჯანულ მხარესთან საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის დაჩქარებაზე შეთანხმებას მიაღწია.

„შევთანხმდით, რომ დავაჩქაროთ პროცესები, რომლებიც დაკავშირებული იქნება საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციასთან - მრავალი წელია, არ გვაქვს არავითარი ცვლილება და პროგრესი საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის კუთხით. სადაც არ გვქონდა პროგრესი, იქ გვინდა, რომ სწრაფ შედეგს მივაღწიოთ ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად“,-აღნიშნა პრემიერმა.

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 30.10.2026, 17:04. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ