პარასკევი, 30 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

BOSS თბილისი აუთლეტ ვილიჯში იხსნება – „ვიქტორია 98“-თან შეთანხმებას ხელი მოეწერა | Marketer

BOSS-თან თანამშრომლობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია თბილისი აუთლეტ ვილიჯის განვითარებისთვის, რადგან პროექტი აგრძელებს საერთაშორისო ბრენდების პორტფელის გაძლიერებას.

BOSS თბილისი აუთლეტ ვილიჯში იხსნება – „ვიქტორია 98“-თან შეთანხმებას ხელი მოეწერა | Marketer
ფოტო: მარკეტერი

BOSS-თან თანამშრომლობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია თბილისი აუთლეტ ვილიჯის განვითარებისთვის, რადგან პროექტი აგრძელებს საერთაშორისო ბრენდების პორტფელის გაძლიერებას. BOSS წარმოდგენილია მსოფლიოს წამყვან აუთლეტ ვილიჯებში და მომხმარებელთა შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. თბილისი აუთლეტ ვილიჯში გახსნით ბრენდი პირველად იქნება წარმოდგენილი რეგიონის ბაზარზე, რაც ადგილობრივ და საერთაშორისო მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს, ისარგებლონ საერთაშორისო აუთლეტ გამოცდილებით და BOSS-ის პრემიუმ კოლექციებზე ხელმისაწვდომობით.

რეგიონში BOSS-ის ოფიციალური წარმომადგენელია „ვიქტორია 98“ – პრემიუმ და ლუქს მოდის რითეილის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია. „ვიქტორია 98“ ექსკლუზიური პარტნიორია ისეთი საერთაშორისო ბრენდებისთვის, როგორებიცაა: Zegna, Paul & Shark და სხვა მრავალი ცნობილი პრემიუმ და ლუქს კლასის ბრენდი. კომპანია ასევე ფლობს პრემიუმ მულტიფორმატულ მაღაზიებს, როგორიცაა „გარდერობი“, „ჯენტლმენი“ და სხვა წარმატებული სავაჭრო სივრცეები.

„მოხარულები ვართ, რომ BOSS შემოუერთდა თბილისი აუთლეტ ვილიჯის ბრენდების პორტფელს. ეს პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი განვითარების სტრატეგიისთვის და კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისო ბრენდების ინტერესს საქართველოს ბაზრისა და ჩვენი პროექტის მიმართ. დარწმუნებულები ვართ, რომ BOSS-ის გახსნა განსაკუთრებულ ღირებულებას შესძენს როგორც ქართველ მომხმარებლებს, ისე საერთაშორისო ვიზიტორებს“, – გუგა ცანავა, თბილისი აუთლეტ ვილიჯის მმართველი პარტნიორი.

BOSS Outlet მომხმარებლებს შესთავაზებს ბრენდის აუთლეტ კოლექციებს, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, პრემიუმ ხარისხის პროდუქცია განსაკუთრებულ ფასებში შეიძინონ.

თბილისი აუთლეტ ვილიჯი ქალაქის ცენტრიდან 30 წუთის სავალზე მდებარეობს და 40-ზე მეტ მაღაზიას აერთიანებს, მათ შორის არაერთ საერთაშორისო ბრენდს, რომელიც საქართველოში ექსკლუზიურად მხოლოდ აუთლეტ ვილიჯში არის წარმოდგენილი. სტუმრებისთვის მთელი წლის განმავლობაში ხელმისაწვდომია 30%-დან 70%-მდე ფასდაკლებები, ღია ცის ქვეშ მოწყობილი კომფორტული გარემო, გასტრონომიული სივრცეები და შოპინგის მრავალფეროვანი გამოცდილება.

BOSS-ის აუთლეტ მაღაზია თბილისი აუთლეტ ვილიჯში 2027 წლის გაზაფხულზე გაიხსნება.

[პარტნიორის კონტენტი]

Მ
წყარო მარკეტერი · marketer.ge ავტორი: TamarMep · გამოქვეყნდა 30.10.2026, 13:41. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ