სკანდალური სიშიშვლიდან ზღაპრულ ბრწყინვალებამდე - ბიანკა ცენსორიმ იმიჯი შეიცვალა და კანიე უესტის კონცერტის ყველაზე განხილვადი ფიგურა გახდა
ბიანკა ცენსორი კანიე უესტის კონცერტს ჯაკარტაში, ინდონეზიაში, განსაკუთრებული იმიჯით დაესწრო. რეპერის მეუღლემ ყურადღება გამჭვირვალე, კრისტალის ეფექტის მქონე კომბინეზონით მიიპყრო, რომელიც მის ფიგურას გამოკვეთდა.

31 წლის ცენსორიმ ლუქის ფოტოები Instagram-ზე გამოაქვეყნა. მან კომბინეზონი გამჭვირვალე ქუსლიან ფეხსაცმელს შეუხამა, ლუქი კი მოცულობითი, რბილი კულულებით დაასრულა. ფოტოებს გამომწერების გამოხმაურებაც მოჰყვა - ერთ-ერთმა მომხმარებელმა მის ჩაცმულობას “კოსმიური“ უწოდა.
-
49 წლის კანიე უესტი ჯაკარტაში, გელორა ბუნგ კარნოს სტადიონზე გამართულ კონცერტზე, სიბნელეში მანათობელი სამოსითა და შესაბამისი ნიღბით წარდგა.

წყვილის ურთიერთობა და განსაკუთრებით ბიანკა ცენსორის ჩაცმულობა ხშირად ხდება მედიის ყურადღების ცენტრში. ბოლო წლებში ის არაერთხელ გამოჩენილა თამამი, უჩვეულო სამოსით, მათ შორის გამჭვირვალე ბოდეებითა და სხეულზე მორგებული კოსტიუმებით.

გასულ კვირას ცენსორი და უესტი ლოს-ანჯელესშიც შენიშნეს. ამჯერად ბიანკას ბადისებრი ბოდე და გამჭვირვალე ქვედაბოლო ეცვა. მისი ჩაცმულობა ნიგერიელ-ბრიტანელი დიზაინერის, მოვალოლა ოგუნლესის, 2027 წლის გაზაფხულის კოლექციიდან იყო. ოგუნლესი წარსულში Yeezy Gap-ის დიზაინის დირექტორად მუშაობდა.
SAY.GE · შეიცვალა (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე