პარასკევი, 30 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

პრემიერი დავით გარეჯზე: 35 წელია, ვერ განხორციელდა საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაცია და რაც ვერ განხორციელდა 35 წლის განმავლობაში, იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში განხორციელდება

მეგობრულ რეჟიმში საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაცია უნდა განხორციელდეს და ეს არის მთავარი ინსტრუმენტი ყველა საკითხის გადაჭრისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დავით გ...

პრემიერი დავით გარეჯზე: 35 წელია, ვერ განხორციელდა საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაცია და რაც ვერ განხორციელდა 35 წლის განმავლობაში, იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში განხორციელდება
ფოტო: ინფო 9
პრემიერი დავით გარეჯზე: 35 წელია, ვერ განხორციელდა საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაცია და რაც ვერ განხორციელდა 35 წლის განმავლობაში, იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში განხორციელდება

მეგობრულ რეჟიმში საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაცია უნდა განხორციელდეს და ეს არის მთავარი ინსტრუმენტი ყველა საკითხის გადაჭრისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დავით გარეჯთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს აქვს ძალიან მეგობრული ურთიერთობები აზერბაიჯანულ მხარესთან და ეს ყველაფერი მოლაპარაკების საგანია.

„ჩვენ გვაქვს ძალიან მეგობრული ურთიერთობები აზერბაიჯანულ მხარესთან. დაელოდეთ მოვლენების განვითარებას, ეს ყველაფერი მოლაპარაკების საგანია. გარდა ბოლო 5 წლისა, მანამდე იყო კიდევ 30 წელი. 35 წელია ვერ განხორციელდა საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაცია და რაც ვერ განხორციელდა 35 წლის განმავლობაში, იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში განხორციელდება. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“, - აღნიშნა პრემიერმა.

Ი
წყარო ინფო 9 · info9.ge გამოქვეყნდა 30.10.2026, 13:43. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 1

ირაკლი კობახიძე - რაც ვერ განხორციელდა 35 წლის განმავლობაში, იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში განხორციელდებაფრონტნიუსი · 13:48 ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით →

ასევე წაიკითხეთ