პარასკევი, 30 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ირაკლი კობახიძე: დღეს, რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას, საქართველო ყოველთვის იყო რეგიონში მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და დიალოგის მტკიცე მხარდამჭერი

„დღეს, რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას. საქართველო ყოველთვის იყო რეგიონშ...

ირაკლი კობახიძე: დღეს, რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას, საქართველო ყოველთვის იყო რეგიონში მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და დიალოგის მტკიცე მხარდამჭერი
ფოტო: ინფო 9

„დღეს, რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას. საქართველო ყოველთვის იყო რეგიონში მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და დიალოგის მტკიცე მხარდამჭერი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის რიგით მე-11 სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოსა და აზერბაიჯანს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა და კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებს.

„მოხარული ვარ, ვუმასპინძლო აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაციას საქართველოში და თანათავმჯდომარის რანგში გავხსნა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის რიგით მე-11 სხდომა.

საქართველოსა და აზერბაიჯანს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა და კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებს. ჩვენი ხალხები საუკუნეების განმავლობაში გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ, ერთმანეთის ტრადიციებისა და ეროვნული ინტერესების პატივისცემით, და სწორედ ეს ურთიერთპატივისცემა იყო და რჩება ჩვენი პარტნიორობის მყარ საფუძვლად. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას თან სდევს უმაღლეს დონეზე არსებული რეგულარული პოლიტიკური დიალოგი. ამ კონტექსტში, მსურს, გამოვყო აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ბატონი ილჰამ ალიევის ბოლო ვიზიტი საქართველოში, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ურთიერთობების განვითარებისა და კიდევ უფრო გაღრმავების ორმხრივი ინტერესი.

დღეს, რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას. საქართველო ყოველთვის იყო რეგიონში მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და დიალოგის მტკიცე მხარდამჭერი. შესაბამისად, მივესალმებით ჩვენს მეზობელ ქვეყნებს შორის დაწყებულ სამშვიდობო პროცესს და იმედს გამოვთქვამთ, რომ აღნიშნული რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებისა და მისი ეკონომიკური განვითარების წინაპირობა გახდება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Ი
წყარო ინფო 9 · info9.ge გამოქვეყნდა 30.10.2026, 11:33. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 2

ირაკლი კობახიძე - რეგიონში გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის მშვიდობის განმტკიცებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება - საქართველო ყოველთვის იყო მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და დიალოგის მხარდამჭერიინტერპრესნიუსი · 11:44 ირაკლი კობახიძე - საქართველო ყოველთვის იყო რეგიონში მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და დიალოგის მტკიცე მხარდამჭერიფრონტნიუსი · 11:48 ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით →

ასევე წაიკითხეთ