პარასკევი, 30 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ალი ასადოვი: ტრანსპორტი და ტრანზიტი საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა, ჩვენი ქვეყნები შუა დერეფნის განვითარებაზე ერთობლივად მუშაობენ, ჩვენს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაფართოება ორივე ქვეყნის ინტერესებშია

„საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაფართოება ორივე ქვეყნის ინტერესებშია და დარწმუნებული ვარ, დღევანდელი გადაწყვეტილებები სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებაში თავის წვლილს შეიტა...

ალი ასადოვი: ტრანსპორტი და ტრანზიტი საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა, ჩვენი ქვეყნები შუა დერეფნის განვითარებაზე ერთობლივად მუშაობენ, ჩვენს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაფართოება ორივე ქვეყნის ინტერესებშია
ფოტო: ინფო 9

„საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაფართოება ორივე ქვეყნის ინტერესებშია და დარწმუნებული ვარ, დღევანდელი გადაწყვეტილებები სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებაში თავის წვლილს შეიტანს“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის რიგით მე-11 სხდომაზე განაცხადა.

როგორც ალი ასადოვმა აღნიშნა, ელექტროენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება.

„ჩვენ ევროპაში მწვანე ენერგიის დერეფნის პროექტზე ვმუშაობთ, რაც ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ტრანსპორტი და ტრანზიტი ჩვენი თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ჩვენი ქვეყნები შუა დერეფნის განვითარებაზე ერთობლივად მუშაობენ. შუა დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ექსპლუატაციაში შესვლა, ასევე გამტარუნარიანობის 5 მილიონ ტონამდე გაზრდა. ეს წარმატებული ერთობლივი საქმიანობის შედეგია.

კულტურულ-ჰუმანიტარული სფერო, როგორც ყოველთვის, ჩვენი თანამშრომლობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის პროფესიული აზერბაიჯანული დრამატული თეატრის ახალი შენობის მშენებლობა, ვიმედოვნებ, ახლო მომავალში დაიწყება.

ჩვენს ქვეყნებში მცხოვრები აზერბაიჯანული და ქართული თემის როლი განსაკუთრებულია ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაძლიერებაში. მშობლიურ ენაზე განათლების უზრუნველყოფა და შესაბამისი სკოლების მიღწევები ჩვენს ხალხებს შორის არსებული ურთიერთობების გაძლიერებას უწყობს ხელს.

ბატონო პრემიერ-მინისტრო, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაფართოება ორივე ქვეყნის ინტერესებშია და დარწმუნებული ვარ, დღევანდელი გადაწყვეტილებები სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებაში თავის წვლილს შეიტანს“, - აღნიშნა ალი ასადოვმა.

Ი
წყარო ინფო 9 · info9.ge გამოქვეყნდა 30.10.2026, 11:35. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 1

ალი ასადოვი - ტრანსპორტი და ტრანზიტი საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებააფრონტნიუსი · 11:54 ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით →

ასევე წაიკითხეთ