პარასკევი, 30 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი - ვგმობთ „ქართული ოცნების“ მცდელობას, ხუთი ოპოზიციური პარტია აკრძალოს - ოპოზიციური ხმების აკრძალვა ქვეყანას კიდევ უფრო მეტად უბიძგებს ავტორიტარიზმისკენ

ვგმობთ „ქართული ოცნების“ მცდელობას, საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით ხუთი ოპოზიციური პარტია აკრძალოს,

ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი - ვგმობთ „ქართული ოცნების“ მცდელობას, ხუთი ოპოზიციური პარტია აკრძალოს - ოპოზიციური ხმების აკრძალვა ქვეყანას კიდევ უფრო მეტად უბიძგებს ავტორიტარიზმისკენ
ფოტო: ინტერპრესნიუსი

30.10.2026 / 10:52

ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი - ვგმობთ „ქართული ოცნების“ მცდელობას, ხუთი ოპოზიციური პარტია აკრძალოს - ოპოზიციური ხმების აკრძალვა ქვეყანას კიდევ უფრო მეტად უბიძგებს ავტორიტარიზმისკენ

ვგმობთ „ქართული ოცნების“ მცდელობას, საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით ხუთი ოპოზიციური პარტია აკრძალოს, - ამის შესახებ ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის განცხადებაშია აღნიშნული.

„ეს ხდება 2024 წლის სადავო საპარლამენტო არჩევნების, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების, რეპრესიული კანონების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის შეზღუდვების შემდეგ არსებული გაჭიანურებული პოლიტიკური კრიზისის და პოლიტიკური პატიმრების მზარდი რაოდენობის ფონზე”, - აღნიშნულია განცხადებაში.

ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის ხაზს უსვამს, რომ „ქართული ოცნება“ ოპოზიციურ პარტიებს ადანაშაულებს საქართველოს კონსტიტუციური წესრიგისთვის ძირის გამოთხრაში, რასაც სამიზნე პარტიები უარყოფენ და პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.

„ოპოზიციური ხმების აკრძალვა ქვეყანას კიდევ უფრო მეტად უბიძგებს ავტორიტარიზმისკენ. ევროპულმა ქვეყნებმა და ინსტიტუტებმა მხარი უნდა დაუჭირონ საქართველოს მოსახლეობას და გამოვიდნენ მოწოდებით, რომ ამგვარი ქმედებები შეჩერდეს. ფუნდამენტური თავისუფლებები და ადამიანის უფლებების სფეროში საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები დაცული უნდა იქნას. პოლიტიკურ ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს და დამოუკიდებელ ხმებს უნდა შეეძლოთ თავისუფლად იმოქმედონ დაშინების შიშის გარეშე”, - აღნიშნულია განცხადებაში.

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 30.10.2026, 10:52. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ