ორშაბათი, 9 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

აშშ-მა, სომხეთმა და აზერბაიჯანმა TRIPP-ის ფარგლებში სამმხრივი ტექნიკური ჯგუფი შექმნეს

სომხური მედიის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ბრენდან ჰანრაჰანმა, სომხეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ ვაჰან კოსტანიანმა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ელნურ მამედოვმა მულტიმოდალური სატრანზიტო…

აშშ-მა, სომხეთმა და აზერბაიჯანმა TRIPP-ის ფარგლებში სამმხრივი ტექნიკური ჯგუფი შექმნეს
ფოტო: ნეტგაზეთი

09.11.202609.11.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

სომხური მედიის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ბრენდან ჰანრაჰანმა, სომხეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ ვაჰან კოსტანიანმა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ელნურ მამედოვმა მულტიმოდალური სატრანზიტო მარშრუტის „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) წინ წაწევის მიზნით სამმხრივი ტექნიკური დაგეგმარების ჯგუფების მუშაობის დაწყების შესახებ განაცხადეს.

„არმენპრესის“ ცნობით, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ “ეს ფორმატი აერთიანებს სამი ქვეყნის პოლიტიკის შემმუშავებლებსა და ტექნიკურ ექსპერტებს ერთობლივი მუშაობისა და რეგიონში გრძელვადიანი სტაბილურობის, ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობის, რეგიონული ურთიერთდაკავშირებულობისა და სავაჭრო კეთილდღეობის უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით, რითაც კიდევ ერთხელ დასტურდება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შუამავლობით 2025 წლის 8 აგვისტოს გამართული მშვიდობის სამიტის ფუძემდებლური დეკლარაციის მნიშვნელობა”.

ამასთან, უწყების ცნობით, მხარეები შეთანხმდნენ სამმხრივი ტექნიკური დაგეგმარების პირველი ორი ჯგუფის ამოქმედებაზე ტრანსპორტისა და ელექტროენერგიის გადაცემის მიმართულებით.

“ტექნიკური დაგეგმარების ამ ჯგუფების ფორმირება მნიშვნელოვანი ნაბიჯია რთული ტექნიკური საკითხების გადასაჭრელად და განხორციელების შემდგომ ეტაპებზე გადასასვლელად, მათ შორის სხვა რეგიონულ ინფრასტრუქტურებთან კავშირის უზრუნველყოფის თვალსაზრისით“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

უწყებაში აცხადებენ, რომ მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს შესაბამისი ვალდებულებები, რათა უზრუნველყონ TRIPP-ის ყველა კომპონენტის ამოქმედება მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში.

ასევე:
Ნ
წყარო ნეტგაზეთი · netgazeti.ge ავტორი: netgazeti.ge · გამოქვეყნდა 09.11.2026, 10:43. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ