თბილისის ილია ვეკუას სკოლა - სამინისტროსთან შეთანხმებით, სკოლა სასწავლო პროცესს აგრძელებს იმავე შენობაში, უსაფრთხო ნაწილში, სექტემბერში კი სასწავლო პროცესს დაიწყებს ტექნიკური უნივერსიტეტის შენობის ფართში
თბილისის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის №42 საჯარო სკოლა სასწავლო პროცესის გაგრძელებასა და სამომავლო გეგმების
08.11.2026 / 16:16
თბილისის ილია ვეკუას სკოლა - სამინისტროსთან შეთანხმებით, სკოლა სასწავლო პროცესს აგრძელებს იმავე შენობაში, უსაფრთხო ნაწილში, სექტემბერში კი სასწავლო პროცესს დაიწყებს ტექნიკური უნივერსიტეტის შენობის ფართში
თბილისის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის №42 საჯარო სკოლა სასწავლო პროცესის გაგრძელებასა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამინისტროსთან შეთანხმებით სკოლა სასწავლო პროცესს აგრძელებს იმავე შენობის უსაფრთხო ნაწილში, ხოლო 2027 წლის სექტემბერში სასწავლო პროცესს დაიწყებს ტექნიკური უნივერსიტეტის შენობის შესაბამის ფართში.
„გაცნობებთ ინფორმაციას სასწავლო პროცესის გაგრძელებასა და სამომავლო გეგმების შესახებ:
სამინისტროსთან შეთანხმებით, სკოლა სასწავლო პროცესს აგრძელებს იმავე შენობაში - უსაფრთხო ნაწილში.
უახლოეს ერთ კვირაში სკოლა შეიმუშავებს ახალ საგაკვეთილო ცხრილს შემჭიდროებული საათობრივი დატვირთვით.
სამინისტრომ აიღო ვალდებულება, რომ სკოლა 2027 წლის სექტემბერში სასწავლო პროცესს დაიწყებს ტექნიკური უნივერსიტეტის შენობის შესაბამის ფართში, სადაც გათვალისწინებული იქნება სრულფასოვანი სასწავლო პროცესისთვის აუცილებელი ყველა პირობა.
შეიქმნება მშობლების საინიციატივო ჯგუფი, რომელიც აიღებს ვალდებულებას, გააკონტროლოს და თვალი ადევნოს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობას და შესაბამისი ვადების დაცვას ტექნიკური უნივერსიტეტის მე-10 კორპუსში“, - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თბილისის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N42 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი, სავარაუდოდ, ჩერდება. მიზეზი კი ავარიული შენობა და ექსპერტიზის დასკვნაა.
SAY.GE · თბილისი (ადგილი) — დეტალები SAY.GE-ზე

