კვირა, 8 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

მშობლების ინფორმაციით, ვეკუას სკოლაში სწავლა იმავე შენობაში, „გაძლიერებული უსაფრთხოებით“ განახლდება

აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა შენობას, ჯერჯერობით, არ შეიცვლის. მშობლების ინფორმაციით, „გაძლიერებული იქნება სკოლის უსაფრთხოება“. ეს მოიცავს რამდენიმე საკლასო ოთახის ჩაკეტვას და მათ ნაცვლად ადმინისტრაციული ოთახების გამოყენებას. გარდა ამისა, სკოლას დაემატება მანდატურები…

მშობლების ინფორმაციით, ვეკუას სკოლაში სწავლა იმავე შენობაში, „გაძლიერებული უსაფრთხოებით“ განახლდება
ფოტო: ნეტგაზეთი

08.11.202608.11.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა შენობას, ჯერჯერობით, არ შეიცვლის.

მშობლების ინფორმაციით, „გაძლიერებული იქნება სკოლის უსაფრთხოება“. ეს მოიცავს რამდენიმე საკლასო ოთახის ჩაკეტვას და მათ ნაცვლად ადმინისტრაციული ოთახების გამოყენებას. გარდა ამისა, სკოლას დაემატება მანდატურები.

ეს ინფორმაცია მშობლებს მიაწოდა განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა, ლალი კალანდაძემ, რომელიც უწყებაში ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელობს.

„ეს მესიჯი მოგვივიდა სკოლას ლალი კალანდაძისგან რამდენიმე წუთის წინ! ესაა წინააღმდეგობის პირველი შედეგი:

ვინაიდან ფართის მოძიებას არ ეყო ეს ორი დღე, ამასთანავე, სულ რომ ხვალ ვიშოვოთ ფართი, გარკვეული დრო დასჭირდება გარდამავალ პერიოდს – ხელშეკრულების გაფორმება, 112ის დასკვნა და აშ. თქვენი სკოლის სპეციფიკიდან გამომდინარე, მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილება:

სამხარაულის ბიუროს გაეგზავნა დამატებითი მოთხოვნა სიღრმისეული ანალიზის გასაკეთებლად. მიუხედავად იმისა, რომ კომუნიკაცია მანამდე იყო ზეპირი, ჩაითვალა, რომ დამატებით ჩართონ ექსპერტები ამ პროცესში.

მანამდე, სასწავლო პროცესი გაგრძელდება სკოლის შენობაში. ამასთანავე, ორშაბათიდან ადგილზე გაძლიერებული იქნება სკოლის უსაფრთხოება. ჩაიკეტება რამდენიმე საკლასო ოთახი, ხოლო სწავლისთვის გამოყენებული იქნება ადმინისტრაციული ოთახები. დაემატებიან მანდატურები.

რაც შეეხება ტექნიკური უნივერსიტეტის კორპუსს, რომელუც ვეკუას სკოლისთვის რემონტდება, მოსწავლეთა მისაღებად მზად იქნება 2027 წლის სექტემბერში“, – წერს სოციალურ ვეკუას სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი, მარი გაბედავა.

საქართველოში არაერთი სკოლაა, სადაც სექტემბერში სასწავლო პროცესი დაიწყო, მაგრამ მალევე ავარიულობის მიზეზით შეწყდა.

ვეკუას სკოლის შენობის ავარიულობის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა: მშობლების თქმით, მათ 5 ნოემბერს, ხუთშაბათს შეიტყვეს, რომ ორშაბათიდან, ანუ 9 ნომენბრიდან სწავლას სხვა, N51-ე საჯარო სკოლაში, მეორე ცვლაში გააგრძელებენ. მათი ნაწილისთვის მეორე ცვლაში სწავლის გაგრძელება მიუღებელი აღმოჩნდა. გარდა ამისა, ისინი კითხვებს სვამდნენ იმის შესახებ, თუ რატომ არ შეატყობინეს მათ შენობის ავარიულობის შესახებ უფრო ადრე.

განათლების სამინისტროში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ სკოლის ადმინისტრაციამ და მშობლებმა სექტემბრიდან იცოდნენ, რომ სკოლას ესაჭიროებოდა ექსპერტიზა და მიმდინარეობს განხილვა, თუ რომელ შენობაში უნდა გადასულიყვნენ მოსწავლეები.

ამავე თემაზე:

ასევე:
Ნ
წყარო ნეტგაზეთი · netgazeti.ge ავტორი: თამთა კახაბერიძე · გამოქვეყნდა 08.11.2026, 15:12. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ