კვირა, 8 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

„18 დან 24 თვემდე არ აქვს მშობელს უფლება ეს საკვები შეიტანოს რაციონში“ – ბიძინა კულუმბეგოვის გაფრთხილება

„18 დან 24 თვემდე არ აქვს მშობელს უფლება ეს საკვები შეიტანოს რაციონში“ – ბიძინა კულუმბეგოვის გაფრთხილება
ფოტო: პრაიმტაიმი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი პოდკასტში „KiDoc თამარ ობგაიძესთან ერთად“ ბავშვთა კვების შესახებ საუბრობს და საზოგადოებას მნიშვნელოვან რჩევას უზიარებს.

„რაც უფრო მეტია ღებინება, ბავშვი უფრო მეტად მძიმდება. იზრდება დეჰიდრატაციის ხარისხი და ელექტროლიტების დანაკარგი. როგორც კი ორ ფაქტს დააფიქსირებს ოჯახი, უნდა მიიტანონ ეჭვი, რომ ეს არის ძროხის რძის ცილით გამოწვეული ენტეროკოლიტური სინდრომი. ეს მნიშვნელოვანია და ხანდახან არის შემთხვევები ეტყვიან, გავიდა უკვე სამი თვე და ვცადოთ კვერცხი.

ბავშვს, რომელსაც პედიატრისგან ეს დიაგნოზი ექნება საბოლოოდ და ალერგოლოგისგან ბეჭედდარტყმული, ოჯახს და მშობელს არ აქვს უფლება 18- 24 თვის მანძილზე რაციონში შეიტანოს ეს საკვები“, – ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი. 

Პ
წყარო პრაიმტაიმი · primetime.ge გამოქვეყნდა 08.11.2026, 17:01. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ