კვირა, 8 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ადვოკატთა ასოციაციაში ახლადგაწევრიანებულმა 200-ზე მეტმა ადვოკატმა პროფესიული ფიცი დადო

ადვოკატის დღისადმი მძღვნილი ღონისძიების ფარგლებში ადვოკატთა ფიცის დადების ცერემონია გაიმართა

ადვოკატთა ასოციაციაში ახლადგაწევრიანებულმა 200-ზე მეტმა ადვოკატმა პროფესიული ფიცი დადო
ფოტო: ინტერპრესნიუსი

08.11.2026 / 17:04

ადვოკატის დღისადმი მძღვნილი ღონისძიების ფარგლებში ადვოკატთა ფიცის დადების ცერემონია გაიმართა.

ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციით, პროფესიული ფიცი ადაპტაციის პროგრამის 200 - ზე მეტმა კურსდამთავრებულმა დადო.

„ახლად გაწევრიანებულ ადვოკატებს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა ადვოკატის პროფესიაში შესვლა მიულოცა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ფორმირების საკანონმდებლო პროცესი 2001 წელს დაიწყო, ხოლო 2005 წელს ორგანიზაცია დაფუძნდა, როგორც წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის კორპორაცია. 8 ნოემბერი კი ადვოკატის პროფესიულ დღედ გამოცხადდა

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 08.11.2026, 17:04. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ