შაბათი, 7 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 12 კი კრიტიკულ მდგომარეობაშია - დაჭრილია თავდამსხმელიც

კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 12 კრიტიკულ მდგომარეობაშია.

კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 12 კი კრიტიკულ მდგომარეობაშია - დაჭრილია თავდამსხმელიც
ფოტო: ინტერპრესნიუსი

07.11.2026 / 22:34

კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 12 კრიტიკულ მდგომარეობაშია. ამის შესახებ მალოპოლსკის საევოვოდოს ვოევოდა (გუბერნატორი) იან კლეჩარი ავრცელებს.

კლეჩარის თქმით, ექიმები 12 ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან, მათ შორის ერთი პოლიციელია.

“საავადმყოფოებში გრძელდება სიცოცხლისთვის ბრძოლა. უნდა აღინიშოს, რომ დაშავებულთა შორის 12 ადამიანს მდგომარეობის შეფასების მხრივ წითელი სტატუსი აქვს, ანუ მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, და, სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ დაღუპულია არა ხუთი, არამედ ექვსი, ეს უკვე ოფიციალური ინფორმაციაა,” - განაცხადა კლეჩარმა.

არსებული ინფორმაციით, დაახლოებით 15:00 საათზე, მძღოლი მანქანით კრაკოვის საბაზრო მოედანზე შევარდა და ხალხს ცეცხლი გაუხსნა. თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელს ჩაფხუტი და ნიღაბი ეკეთა.

მსროლელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობა მიიღო და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ჟურნალისტების ინფორმაციით, თავდამსხმელი 25 წლის პოლონელია ქალაქ ოსტროვეციდან.

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 07.11.2026, 22:34. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ