კვირა, 8 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

პოლიციის ინფორმაციით, კრაკოვში ტერაქტი პოლონეთის მოქალაქემ მოაწყო

კრაკოვის ცენტრში მომხდარი სისხლიანი ტერაქტი პოლონეთის 25 წლის მოქალაქემ მოაწყო. მან ექვსი ადამიანი მოკლა და კიდევ თორმეტი დაჭრა, დაშავებულებს შორის ორი პოლიციელ

პოლიციის ინფორმაციით, კრაკოვში ტერაქტი პოლონეთის მოქალაქემ მოაწყო
ფოტო: ფრონტნიუსი

კრაკოვის ცენტრში მომხდარი სისხლიანი ტერაქტი პოლონეთის 25 წლის მოქალაქემ მოაწყო. მან ექვსი ადამიანი მოკლა და კიდევ თორმეტი დაჭრა, დაშავებულებს შორის ორი პოლიციელია, - ინფორმაციას RMF FM ავრცელებს.პოლონეთის პოლიციის ცნობით, "მთავარი ბაზრის" მოედანზე მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი სამართალდამცველების მიერ არის დაკავებული.ამასთან, სამართალდამცველებმა უარყვეს გავრცელებული ცნობები პოლიციელის დაღუპვისა და შესაძლო მეორე თავდამსხმელის არსებობის შესახებ."ინციდენტის ერთადერთი ცნობილი დამნაშავე პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება“, - აღნიშნეს უწყებაში.მედიის ცნობით, თავდამსხმელი მოედანზე შავი ფერის Subaru-ს მარკის ავტომობილით შევიდა, რის შემდეგაც შემთხვევით გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა. მან AR-15 ტიპის შაშხანა გამოიყენა.სამართალდამცველებმა თავდამსხმელი დაჭრეს. ის კრაკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოშია გადაყვანილი.პოლიციაში აღნიშნეს, რომ მამაკაცი მარტო მოქმედებდა. 

Ფ
წყარო ფრონტნიუსი · frontnews.ge ავტორი: Frontnews · გამოქვეყნდა 07.11.2026, 23:51. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ