Associated Press - აშშ-მა კუნძულ ქეშმზე ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემებს დაარტყა
აშშ-მა კუნძულ ქეშმზე ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემებს დაარტყა, - ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
07.11.2026 / 12:33
აშშ-მა კუნძულ ქეშმზე ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემებს დაარტყა, - ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-მა შეზღუდული ხასიათის დარტყმები განახორციელა, რის შემდეგაც, კუნძულ ქეშმის სუზას რაიონში აფეთქებების ხმა ისმოდა.
კუნძულ ქეშმზე დარტყმები აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა.
ტრამპის თქმით, აშშ-მა კუნძულ ქეშმზე „მცირე მასშტაბის“ იერიში მიიტანა.
„მათ მცირე ზომის საზენიტო დანადგარი ააგეს და ჩვენ ის 15 წუთში გავანადგურეთ, შესაძლოა 5 წუთშიც კი“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
წყარო
ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge
გამოქვეყნდა 07.11.2026, 12:33. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია
ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 1
Associated Press - აშშ-მა კუნძულ ქეშმზე ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემებს დაარტყაპალიტრანიუსი · 00:00
ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით → ასევე წაიკითხეთ
320×100სარეკლამო ადგილი · მობაილის ლენტა


