შაბათი, 7 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

თამარ ტალიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს კეიტ დილონს შეხვდა

აშშ-ში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, განათლებისა და კულტურის ბიუროს ხელმძღვანელს კეიტ დილონს შეხვდა.სოციალურ ქსელში თა

თამარ ტალიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს კეიტ დილონს შეხვდა
ფოტო: ფრონტნიუსი

აშშ-ში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, განათლებისა და კულტურის ბიუროს ხელმძღვანელს კეიტ დილონს შეხვდა.სოციალურ ქსელში თამარ ტალიაშვილის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განვითარება და განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტისა და პარასპორტის სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აკადემიური კავშირების გაძლიერებას, ქართული კულტურის პოპულარიზაციას აშშ-ში, გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას.მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა, შედეგზე ორიენტირებული ინიციატივების, ვიზიტების გაცვლისა და ხალხთა შორის კავშირების გაღრმავების მიმართულებით თანამშრომლობის გასაძლიერებლად.

Ფ
წყარო ფრონტნიუსი · frontnews.ge ავტორი: Frontnews · გამოქვეყნდა 07.11.2026, 14:57. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ