შაბათი, 7 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

რომელ ქუჩებზე შეიზღუდება მოძრაობა ორშაბათიდან ბათუმში - Batumelebi

ბათუმის მერია •

რომელ ქუჩებზე შეიზღუდება მოძრაობა ორშაბათიდან ბათუმში - Batumelebi
ფოტო: ბათუმელები

ორშაბათიდან, 9 ნოემბრიდან ბათუმში, სრულად შეიზღუდება მოძრაობა გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩის 180 მეტრიან მონაკვეთზე, ასევე ინასარიძის ქუჩიდან ფიროსმანის ქუჩამდე.

ნაწილობრივი შეზღუდვა იმოქმედებს ფიროსმანის ქუჩიდან ტაძრის ქუჩამდე არსებულ მონაკვეთში.

„საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, 9 ნოემბრიდან სატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზღუდება გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩის 180 მეტრიან მონაკვეთზე, ინასარიძის ქუჩიდან ფიროსმანის ქუჩამდე. ხოლო ნაწილობრივ – ფიროსმანის ქუჩიდან ტაძრის ქუჩამდე მონაკვეთში.

მოძრაობა დროებით ორმხრივი გახდება შალვა ინასარიძის ქუჩაზე, გენერალ ასლან აბაშიძისა და ხახუტაიშვილის ქუჩებს შორის მონაკვეთში.

შეზღუდვა უკავშირდება შერიფ ხიმშიაშვილისა და ინასარიძის ქუჩების გარკვეულ მონაკვეთებსა და დავით ხახუტაიშვილის ქუჩაზე დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებს,“ – ნათქვამია ბათუმის მერიის განცხადებაში.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყობა ტროტუარები და ბორდიურები, განახლდება მუნიციპალური ავტობუსის გაჩერებები, დამონტაჟდება საგზაო ნიშნები და შესრულდება საგზაო მონიშვნები.

ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის (კობალაძის ქუჩიდან შარტავას ქუჩამდე), დავით ხახუტაიშვილის ქუჩის (ფიროსმანის ქუჩიდან შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩამდე) და ინასარიძის ქუჩის (დავით ხახუტაიშვილის ქუჩიდან ტაძრის ქუჩამდე) კეთილმოწყობა (2026-2027 წწ.) და ბათუმში, მარეთის ქ. N2-ის მიმდებარედ ტროტუარის მოწყობის სამუშაოებზე ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს 7 178 902 ლარით ჰქონდა გამოცხადებული.

ხელშეკრულება შპს „ბონდი-229“-სთან 6 799 998 ლარზე 2026 წლის 22 მაისს არის გაფორმებული.

ხელშეკრულების მიხედვით მთლიანი სამუშაოს შესრულების ვადა 2027 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით პერიოდია.

შესყიდვების პორტალის მიხედვით კომპანიისთვის 2026 წლის 7 ნოემბრის მდგომარეობით 178 522 ლარია გადარიცხული [სახელშეკრულებო თანხის 3%].

ამავე თემაზე:

ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის „კეთილმოწყობაც“ იგეგმება – ტენდერი 7 მილიონი ლარით

Ბ
წყარო ბათუმელები · batumelebi.ge გამოქვეყნდა 07.11.2026, 14:53. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ