შაბათი, 7 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

არჩილ გორდულაძე: 2012 წლის შემდეგ ათეულობით ადამიანი, ასეულობით ოჯახი და ათასობით მათი გულშემატკივარი, რომელთა თავზეც გადაიარა „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ მწამებლურმა რეჟიმმა, ელოდება, სამართლიანობა აღდგეს და ჩვენი ვალიც არის, დავიცვათ კონსტიტუცია

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე „რადიო თავისუფლებასთან“ აცხადებს, რომ ევროსაბჭოს წევრი სხვა ქვეყნების მსგავსად, სადაც ანტიკონსტიტუციური პარტიები აიკრძალნენ, პასუხის...

არჩილ გორდულაძე: 2012 წლის შემდეგ ათეულობით ადამიანი, ასეულობით ოჯახი და ათასობით მათი გულშემატკივარი, რომელთა თავზეც გადაიარა „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ მწამებლურმა რეჟიმმა, ელოდება, სამართლიანობა აღდგეს და ჩვენი ვალიც არის, დავიცვათ კონსტიტუცია
ფოტო: ინფო 9

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე „რადიო თავისუფლებასთან“ აცხადებს, რომ ევროსაბჭოს წევრი სხვა ქვეყნების მსგავსად, სადაც ანტიკონსტიტუციური პარტიები აიკრძალნენ, პასუხისმგებლიანი ხელისუფლების ვალია, დაიცვას კონსტიტუცია და ყველა იმ პარტიის წინააღმდეგ, რომელიც მას არღვევს, შესაბამისი ზომები გაატაროს.

გორდულაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაზარალებული ასეულობით ოჯახი 2012 წლის შემდეგ სამართლიანობის აღდგენას ელოდება. მისივე თქმით, სწორედ ამ პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომები.

„პარტიების აკრძალვის შემდეგ შემდეგი არჩევნები წარმომიდგენია ზუსტად ისევე, როგორც ეს მოხდა ესპანეთში, პორტუგალიაში, გერმანიაში, ავსტრიასა და ევროსაბჭოს წევრ სხვა ქვეყნებში, როდესაც ანტიკონსტიტუციური პარტიები აიკრძალნენ და შესაბამისად, მათი საქმიანობა შეწყდა, სხვა პარტიებმა მიიღეს მონაწილეობა მრავალპარტიულ არჩევნებში და საზოგადოებასაც ჰქონდა შესაძლებლობა, რომ იმ პარტიისთვის დაეჭირა მხარი, რომელსაც მიიჩნევდა მისი იდეების ყველაზე კარგ გამტარებლად. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, 2012 წლის შემდეგ ათეულობით ადამიანი, ასეულობით ოჯახი და ათასობით მათი გულშემატკივარი, რომელთა თავზეც გადაიარა „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ მწამებლურმა რეჟიმმა, ელოდება, რომ სამართლიანობა აღდგეს და ჩვენი, როგორც პასუხისმგებლიანი ხელისუფლების ვალია, რომ დაიცვას კონსტიტუცია და ყველა ის პარტია, რომელიც კონსტიტუციას არღვევს, მის წინააღმდეგ შესაბამისი ზომები გაატაროს სარჩელის მიმართვის გზით. ზუსტად ამ სამართლიანობის აღდგენის პროცესის ერთ-ერთი შემადგენელი არის საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომებიც“,- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

Ი
წყარო ინფო 9 · info9.ge გამოქვეყნდა 06.11.2026, 23:44. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 1

არჩილ გორდულაძე - 2012 წლის შემდეგ ათეულობით ადამიანი, ასეულობით ოჯახი და ათასობით მათი გულშემატკივარი ელოდება, სამართლიანობა აღდგესფრონტნიუსი · 23:47 ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით →

ასევე წაიკითხეთ