შაბათი, 7 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს - Batumelebi

დაჭრა ბათუმში • შსს •

ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს - Batumelebi
ფოტო: ბათუმელები

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმში დაჭრეს 24-წლამდე ახალგაზრდა კაცი. შემთხვევა ქეთევან წამებულის ქუჩაზე მოხდა.

ახალგაზრდა კაცი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. “ბათუმელების” ინფორმაციით, კაცი ქვედა კიდურის არეშია დაჭრილი და მისი მდგომარეობა მძიმე არ არის.

შს სამინისტრო ადასტურებს ახალგაზრდა კაცის დაჭრის შესახებ ინფორმაციას. უწყების ცნობით, სისხლის სამართლის კოდექსის 118- ე და 236 -ე მუხლებით მიმდინარეობს გამოძიება, დადგენილია დანაშაულში მონაწილე პირის ვინაობა ტარდება შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები.

Ბ
წყარო ბათუმელები · batumelebi.ge გამოქვეყნდა 07.11.2026, 00:53. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ