კახა კალაძე ევროკომისიის ანგარიშში „თვითნებურად დაკავებულების“ ფორმულირების გამოყენებასთან დაკავშირებით: მათ კარგად იციან, თუ რა დანაშაული აქვთ ჩადენილი ამ ადამიანებს
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ევროკომისიაში კარგად იციან, თუ რა დანაშაული ჩაიდინეს იმ პირებმა, რომლებსაც 2026 წლის გაფართოების ანგარიშში „თვითნებურად დაკავებულებს“ უწოდებენ და მათ გათავისუფლ...
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ევროკომისიაში კარგად იციან, თუ რა დანაშაული ჩაიდინეს იმ პირებმა, რომლებსაც 2026 წლის გაფართოების ანგარიშში „თვითნებურად დაკავებულებს“ უწოდებენ და მათ გათავისუფლებას ითხოვენ.
როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ევროპის ქვეყნების მაგალითზე კარგად ჩანს, თუ რა კატეგორიაშია აყვანილი ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის პოლიციელისთვის სროლა.
„ძალიან კარგად იციან თვითონაც, თუ რა დანაშაული აქვთ ჩადენილი ამ ადამიანებს. ნახეთ ევროპის ქვეყნების მაგალითები, როდესაც პოლიციელებს „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესროდნენ, როგორ მოქმედებდა პოლიცია და რა კონტექსტშია აყვანილი აღნიშნული სისხლის სამართლის დანაშაული. ჩვენთან პირიქით, საქართველოში ამ პროცესების წახალისება ხდებოდა კონკრეტული ადამიანების, ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც ევროპული ქვეყნების დაფინანსებით სარგებლობდნენ. კონკრეტული ელჩები იყვნენ ჩართული იმ უბედურებაში, რაც ქვეყანაში ხდებოდა გარკვეული დროის განმავლობაში. არათუ გმობდნენ ძალადობას, პირიქით, ახალისებდნენ ამგვარ ფაქტებს და ხელს უწყობდნენ ძალადობრივი და ექსტრემისტული ორგანიზაციების შექმნას. ეს იყო სამარცხვინო ქმედებები, რასაც ვხედავდით, მაგალითისთვის, ზოგიერთი დიპლომატის მხრიდან“, - განაცხადა კახა კალაძემ.
SAY.GE · ფორმულირება (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე


