პარასკევი, 6 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

Spark City: ახალი საცხოვრებელი კომპლექსი პარკის გარშემო | Marketer

„იცხოვრე პარკის გარშემო“ არის იდეა, რომელიც ნუმარკის ახალი საცხოვრებელი პროექტის, Spark City-ს არქიტექტურასა და გარემოს აერთიანებს. თბილისში, საბურთალოზე,

Spark City: ახალი საცხოვრებელი კომპლექსი პარკის გარშემო | Marketer
ფოტო: მარკეტერი

„იცხოვრე პარკის გარშემო“ არის იდეა, რომელიც ნუმარკის ახალი საცხოვრებელი პროექტის, Spark City-ს არქიტექტურასა და გარემოს აერთიანებს. თბილისში, საბურთალოზე, გიორგი დანელიას 63-ში, დაბალსართულიანი კომპლექსი შენდება, სადაც ბუნებასთან სიახლოვე შენობების განლაგებით იწყება და საკუთარ ეზოებში, ფართო ტერასებსა და პანორამულ ხედებში გრძელდება. ქალაქის ცენტრალურ ნაწილთან ახლოს პროექტი ქმნის საცხოვრებელ გარემოს, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი ღია სივრცესა და გამწვანებას ეთმობა.

Spark City-ს მდებარეობა გარემოს სხვადასხვა პერსპექტივით დანახვის შესაძლებლობას იძლევა. ხედი ყველა ბინიდან იშლება: ნაწილი წყნეთისა და მდინარის მიმართულებით იყურება, ნაწილი კი შიდა გამწვანებულ ეზოს გადაჰყურებს. ფართო ტერასული აივნები ამ კავშირს აძლიერებს და სახლის ყოველდღიურობას გარეთ აგრძელებს, სადაც შეიძლება საუზმე, მცენარეების მოვლა ან საღამოს დასვენება. ბუნებრივ განათებაზე ორიენტირებული დიზაინი ინტერიერს დღის განმავლობაში ცვალებად სინათლეს უხსნის, ბოლო სართულების პანორამულ პენტჰაუსებში კი სივრცის აღქმას ოთხ მეტრამდე სიმაღლის ჭერიც განსაზღვრავს.

ბუნებასთან ურთიერთობის განსაკუთრებით უშუალო ფორმას ეზოიანი ბინები გვთავაზობს. პირველ სართულზე საცხოვრებელი სივრცე საკუთარ ეზოს უკავშირდება, რომლის მოწყობასაც მფლობელი თავისი სურვილის მიხედვით შეძლებს. აქ შეიძლება გაჩნდეს პატარა ბაღი, ოჯახთან ერთად სასაუზმო ადგილი ან დასასვენებელი კუთხე. სახლიდან პირდაპირ ეზოში გასვლის შესაძლებლობა ქალაქურ საცხოვრებელს კერძო სახლისთვის დამახასიათებელ გამოცდილებას მატებს, საერთო პარკი კი ამ პირადი სივრცის მიღმა გასეირნებისა და გარეთ დროის გატარების მეტ არჩევანს ქმნის.

პროექტის გენერალურ გეგმაზე შვეიცარიულმა არქიტექტურულმა სტუდიამ Christ & Gantenbein-მა ANDS-თან თანამშრომლობით იმუშავა, დეტალური არქიტექტურა კი NS STUDIO-ს ეკუთვნის. შენობების განლაგება ბუნებრივ რელიეფს ითვალისწინებს და მათ შორის ქარისგან დაცულ შიდა ეზო-პარკს აყალიბებს. დაბალსართულიანი არქიტექტურა და ტერასული ფასადები საცხოვრებელი სივრცეების ლანდშაფტთან კავშირს ავითარებს, ბინებში გამოყენებული ურიგელო კონსტრუქციული სისტემა კი ინტერიერის მოქნილად დაგეგმარების საშუალებას იძლევა.

ამ არქიტექტურული მიდგომის მასშტაბი ტერიტორიის განაწილებაშიც ჩანს: შენობებს 24 000 მ² ეთმობა, გამწვანებულ, რეკრეაციულ და საერთო სარგებლობის სივრცეებს კი 57 000 მ². არსებული მრავალწლოვანი ხე-მცენარეების შენარჩუნებასთან ერთად ახალი გამწვანებაც იგეგმება, ცენტრალურ პარკს კი შიდა და გარე ეზოები, სასეირნო ბილიკები და სარკისებრი ტბა დაუკავშირდება. პარკში ავტომობილები არ იმოძრავებს, მათთვის დახურული ავტოსადგომია გათვალისწინებული, რაც ძირითად სარეკრეაციო სივრცეებს ფეხით გადაადგილების, თამაშისა და დასვენებისთვის დატოვებს.

გამწვანებულ გარემოში განაწილდება სპორტული და სოციალური სივრცეებიც: პადელის კორტები, კალათბურთის სივრცე, საბავშვო მოედნები და 20-მეტრიანი საცურაო აუზი ღია ტერასით. მათი საცხოვრებელთან სიახლოვე მაცხოვრებლებს საშუალებას მისცემს, დილის ცურვა, საღამოს ვარჯიში თუ მეზობლებთან შეხვედრა ყოველდღიურ განრიგს მარტივად შეუთავსონ. კომერციული და მომსახურების ობიექტები კი ყოველდღიური საჭიროებების ნაწილის ადგილზე დაკმაყოფილებას გახდის შესაძლებელს.

Spark City-ს მშენებლობა უკვე მიმდინარეობს, პირველი ეტაპის დასრულება კი 2028 წელს იგეგმება. პროექტში პარკის გარშემო ცხოვრების იდეა სხვადასხვა მასშტაბით ვითარდება: საერთო ლანდშაფტიდან საკუთარ ეზომდე, ტერასიდან ფანჯრებში მოქცეულ ხედებამდე. სწორედ ამ კავშირებით ყალიბდება საცხოვრებელი გარემო, სადაც სიმწვანე და ღია სივრცე სახლის ყოველდღიური გამოცდილების ნაწილია.

[პარტნიორის კონტენტი]

Მ
წყარო მარკეტერი · marketer.ge ავტორი: mariami · გამოქვეყნდა 06.11.2026, 17:42. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ