მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან ტალგატ ადუოვთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ინფორმაციას საქართველოს საგა...
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან ტალგატ ადუოვთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს.
„აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობა და ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ახლო მომავალში ყაზახეთის პრეზიდენტის ვიზიტის განხორციელების შესაძლებლობას.
ყურადღება ასევე გამახვილდა „შუა დერეფნის“ განვითარების მიმართულებით თანამშრომლობასა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩს წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში“, - ნათქვამია განცხადებაში.
SAY.GE · ბოჭორიშვილი (გვარი) — დეტალები SAY.GE-ზე

