პარასკევი, 6 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

გივი მიქანაძე ქალაქ ბოლნისის მე-5 საჯარო სკოლას ეწვია

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ქალაქ ბოლნისის მე-5 საჯარო სკოლას ეწვია და მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შეხვდა.გივი მიქანაძემ

გივი მიქანაძე ქალაქ ბოლნისის მე-5 საჯარო სკოლას ეწვია
ფოტო: ფრონტნიუსი

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ქალაქ ბოლნისის მე-5 საჯარო სკოლას ეწვია და მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შეხვდა.გივი მიქანაძემ სასწავლო სივრცეები დაათვალიერა და სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცა.ბოლნისის მე-5 საჯარო სკოლაში 580-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს. სასწავლო დაწესებულება აღჭურვილია თანამედროვე საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიებით, იდეათეკითა და ბიბლიოთეკით.სკოლა აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტსა და კონკურსში, რაც მოსწავლეებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის, ცოდნის გაღრმავებისა და პრაქტიკული უნარების განვითარების შესაძლებლობას აძლევს.მოსწავლეთა ინტერესებისა და შესაძლებლობების ხელშეწყობის მიზნით, სკოლაში ფუნქციონირებს სხვადასხვა კლუბი, მათ შორის STEAM-ისა და რობოტიკის კლუბები, მკითხველთა, კალიგრაფიისა და ხელოვნების წრეები.მინისტრთან ერთად სკოლაში იმყოფებოდნენ: ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, საქართველოს პარლამენტის წევრი დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ზამურ ჭითანავა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე. 

Ფ
წყარო ფრონტნიუსი · frontnews.ge ავტორი: Frontnews · გამოქვეყნდა 06.11.2026, 17:56. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ