პარასკევი, 6 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

SPRIBE-ის მორიგი საერთაშორისო აღიარება - 3 გლობალური ჯილდო SiGMA World 2026-ზე | Marketer

ტექნოლოგიურმა კომპანია SPRIBE-მა საერთაშორისო ასპარეზზე მორიგი მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა. გასართობი ტექნოლოგიებისა და ციფრული ინოვაციების სფეროში

SPRIBE-ის მორიგი საერთაშორისო აღიარება - 3 გლობალური ჯილდო SiGMA World 2026-ზე | Marketer
ფოტო: მარკეტერი

ტექნოლოგიურმა კომპანია SPRIBE-მა საერთაშორისო ასპარეზზე მორიგი მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა. გასართობი ტექნოლოგიებისა და ციფრული ინოვაციების სფეროში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ გლობალურ ღონისძიებაზე, SiGMA World 2026-ზე, კომპანიამ სამი ჯილდო მიიღო.

SiGMA World-ის ყოველწლიური დაჯილდოება დამსახურებულად მიიჩნევა ინდუსტრიის „ოსკარად“, სადაც გამარჯვება მხოლოდ რევოლუციურ ხედვას, ტექნოლოგიურ სრულყოფილებასა და გლობალურ ბაზარზე მასშტაბურ გავლენას მოაქვს.

რომში გამართულ წლევანდელ ღონისძიებაზე SPRIBE-ის მიერ მოპოვებული ჯილდოები ჩამონათვალი წელს ასე გამოიყურება:

  • Best Player Engagement (Aviator by Spribe), რომელიც კომპანიის ფლაგმანურმა ქრაშ-თამაშმა, Aviator-მა მოიპოვა.
  • Best Casino Platform (Broadway Platform by Spribe) – ეს ჯილდო ადასტურებს, რომ SPRIBE არა მხოლოდ ცალკეული თამაშების შემქმნელი, არამედ სრულფასოვანი ტექნოლოგიური პლატფორმების მიმწოდებელია.
  • Fastest Growing Aggregator (Broadhub by Spribe) – რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს SPRIBE-ის, როგორც დინამიკური და მოთხოვნადი ტექნოლოგიური პარტნიორის როლს.

„ჩვენი მიზანი არასდროს ყოფილა უბრალოდ თამაშების ან პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა, ჩვენი ამოცანა თავიდანვე გლობალური ინდუსტრიის ტრანსფორმაცია, თამაშის წესების შეცვლა და ახალი მომხმარებლისთვის სრულიად განსხვავებული, რევოლუციური გამოცდილების შეთავაზება იყო. SiGMA-ს აღიარება ჩვენთვის უცხო არ არის, თუმცა წლევანდელი ტრიუმფი განსაკუთრებულია თავისი მასშტაბით. 

ეს სამმაგი გამარჯვება ადასტურებს, რომ SPRIBE-ის ეკოსისტემა უმაღლეს მსოფლიო სტანდარტს ქმნის. ჩვენი გუნდის ძალა იმაშია, რომ არასდროს ვჩერდებით მიღწეულზე და ვნერგავთ ახალ სტანდარტებს. ჩვენ ვაგრძელებთ გლობალურ ექსპანსიას, ვნერგავთ მომავლის ტექნოლოგიებს და წინ უკომპრომისო ნაბიჯებით მივდივართ”, – დავით ნატროშვილი, SPRIBE-ის დამფუძნებელი და CEO. 

SiGMA World 2026-ზე მოპოვებული სამმაგი გამარჯვება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ SPRIBE გლობალურ ასპარეზზე პოზიციებს კიდევ უფრო იმყარებს და ბაზარზე თავის მრავალფუნქციურ პროგრამულ პორტფელს წარმატებით ავითარებს.

SPRIBE-ის შესახებ:

SPRIBE არის საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია და iGaming-ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ინოვატორი. ქართველი ბიზნესმენის, დავით ნატროშვილის მიერ 2018 წელს დაფუძნებულმა კომპანიამ შექმნა Aviator – მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ონლაინთამაში.

SPRIBE არის UFC-ს, AC Milan-ისა და WWE-ის პარტნიორი, ხოლო მისი ბრენდამბასადორები მსოფლიოს მასშტაბით აღიარებული სპორტსმენები და ვარსკვლავები არიან.

[პარტნიორის კონტენტი]

Მ
წყარო მარკეტერი · marketer.ge ავტორი: mariami · გამოქვეყნდა 06.11.2026, 16:27. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ